სიძეს ვთხოვე, რომ დედისთვის ნაკლები ფული მიეცა, რადგან ის ტყუოდა დაბალ პენსიასთან დაკავშირებით

439 views

მშობლები ჩვენი კურთხევაა და, სამწუხაროდ, ზოგჯერ წყევლაც.  ჩვენ ისინი გვიყვარს და მათთვის მხოლოდ ბედნიერება გვსურს. ზოგჯერ რთულია იმ მარტივ აზრთან შეგუება, რომ ისინიც ადამიანები არია. პიროვნებები, რომლებიც უშვებენ შეცდომებს, გამოაქვთ არასწორი დასკვნები და… ღებულობენ დაბალ პენსიებს.

დაბალი პენსიები

საქართველოში ცხოვრება საკმაოდ მძიმეა, მღელვარების დონე პიკურ მაჩვენებელს აღწევს, როცა მორიგ ღატაკ მოხუცებულს ხედავ ქუჩაში, ვისზეც არავინ ზრუნავს.ამ დროს მათ ადგილზე საკუთარ მშოვლებს წარმოვიდგენთ ხოლმე და თვალებზე ცრემლები გვადგება. შემდეგ მათ დავურეკავთ და მოვიკითხავთ. სამწუხაროდ, შვილები ზოგჯერ უსამართლოდ ექცევიან მშობლებს…

დედაჩემის მეგობარმა შესანიშნავი ისტორია მიამბო. მისი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ გათხოვდა, მათ ბინა იპოთეკით შეიძინეს. შესაბამისად, არც ისე ბევრი ფული აქვთ. ამას წინათ გაირკვა, რომ ისინი ბავშვს ელოდებიან.

მომავალ დედას ჯერჯერობით შეუძლია მუშაობა, მისი მეუღლეც დასაქმებულია. მათი საერთო ფინანსები საკმარისია ბინის შესატანის დასაფარად, პროდუქტების საყიდლად, კომუნალურების გადასახდელად. ბავშვი არა მხოლოდ უზარმაზარი სიხარულია, არამედ დიდი დანახარჯების მიზეზიც.

თანხის დარჩენილ ნაწილს ქმარი დედას აძლევს. ცოლი, რასაკვირველია, ამის თაობაზე არაფერს ეუბნება. სიდედრმა გაბედა და სიძეს სთხოვა, რომ მეტი ხელმომჭირნეობა გამოეჩინა. მან გაღიზიანებით უპასუხა, რომ დედამისს დაბალი პენსია ჰქონდა.

თანხის ოდენობა არარეალურად დაბალი იყო. როგორც ჩანს, დედამ შვილი მოუტყუა.

სიტუაცია არც ისე მარტივია. ვაჟი უნდა დაელაპარაკოს დედას და ჰკითხოს, თუ როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. ასევე მან უნდა აცნობოს ცოლის დაორსულების ამბავი და აუხსნას, რომ ხარჯებმა მოიმატა.

რედაქციისგან: ძალიან დამძაბველია ნათესავებსა და ფულთან დაკავშირებული ამბები. რასაკვირველია, ყველა საღად მოაზროვნე შვილს უნდა, რომ დაეხმაროს მშობელს, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა როდი აქვს. საბედნიეროდ, ყოველთვის შეიძლება დალაპარაკება და კომპრომისის პოვნა. გაუგებრობების და სკანდალების უმეტესობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნილებებისა და ემოციების სწორად გამოხატვა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე