ზოგიერთ სიბერის სუნი 40 წლის შემდეგ უჩნდება

154 views

იცით, როგორი სუნი აქვს ხანდაზმულობას?  შესაძლოა, ეს სურნელი დგას სახლებში, სადაც მოხუცები ცხოვრობენ, არა? ასე თუ ისე, მსგავსი არომატი ძალიან სპეციფიკურია. მოცემულ სტატიაში გავარკვევთ, თუ საიდან ჩნდება ბინაში უსიამოვნო სურნელი და როგორ მოვიშოროთ იგი თავიდან.

უსიამოვნო სუნი ბინაში

ბევრ ხანდაზმულს წლიდან წლამდე უჭირს თავის მოვლა. პირადი ჰიგიენა მეორეხარისხოვან  მნიშვნელობას იძენს ხოლმე. მოხუცებულის კანი ხდება შედარებით თხელი და გამომშრალი. შხაპის მიღების შემდეგ მათ ეწყებათ ქავილი და ხშირ დაბანაზე უკეთეს გამოსავალს ვერ ხედავენ.

ეს შეიძლება გახდეს სახლში უსიამოვნო სუნის წარმოქმნის მიზეზი. იგივე ეხება ძველ ტანსაცმელსაც. მოხუცები მიჩვეულნი არიან წლების განმავლობაში ერთი და იგივე ნივთების ტარებას.

ასევე სტაჟიანი პენსიონერები გაცილებით იშვიათად ალაგებენ სახლს.  ისინი არც თუ ისე ხშირად ანიავებენ ოთახებს, რადგან ორპირში გაცივების ეშინიათ. შედეგად, ბინაში გროვდება შმორიანი ჰაერი.

როგორ მოვაშოროთ სახლს სიბერის სუნი?  – უსიამოვნო სუნის გასაქრობად, თავდაპირველად უნდა დავადგინოთ მისი წარმოქმნის მიზეზი. თავიდან მოიშორეთ მთელი ხარახურა, ეს დიდ დროს წაიღებს. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ჰაერის გამწმენდები, რადგან ისინი მხოლოდ ნიღბავენ ჰაერს. დალაგებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში დამზადებული სარეცხი საშუალება ძმრის ბაზაზე.

ის არა მხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ ახდენს ზედაპირების დეზინფიცირებას. მსგავსი პრინციპით მოქმედებს კალიუმის პერმანგანატით მომზადებული საშუალება, თუმცა სჯობს მისით მუქი ფერის ავეჯი გაწმინდოთ. სახლში სასიამოვნო სურნელის შესანარჩუნებლად, თაროებსა და კარადებში დააწყვეთ ციტრუსების კანები.ძალიან ძველი ბინის შემთხვევაში, სასურველია კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ. სულ მცირე, გააკარით შპალერი. უკვე დიდი ხანია არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ავეჯის გაწმენდით არიან დაკავებულნი.

უმჯობესია ხალიჩები ქიმწმნედაში წაიღოთ, ვიდრე ხელით რამდნჯერმე გარეცხოთ. რაც შეიძლება ხშირად, გაანიავეთ ოთახები, გირჩევით დადგათ რამდენიმე ოთახის მცენარე.

რედაქციისგან: თუ ბინაში უსიამოვნო სურნელი იგრძენით, შესაძლოა თქვენ მოხუცებულს სათანადო მოვლა სჭირდებოდეს. ჩვეულებრივ მათ ერიდებათ სხვებისთვის დახმარების თხოვნა, ამიტომ თავად გამოიჩინეთ ხოლმე ინიციატივა.გიგრძვნიათ სახლში ოდესმე მოხუცებულის სუნი? როგორ უმკლავდებით მოცემულ პრობლემას?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე