მრისხანე სანტექნიკოსმა სარეცხი მანქანა სააბაზანოდან გამოიტანა, იქ მისი ადგილი არაა

37 views

სარეცხი მანქანა უხშირესად სააბაზანოშია განთავსებული. ერთი შეხედვით, ეს სავსებით ლოგიკურია, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსებიც. ზოგჯერ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ იგი სხვა ადგილას დავდგათ, რათა მისი მოქმედების ვადაც გაიზარდოს და თავიც დავიზღვიოთ.

სარეცხი მანქანა სააბაზანოში

ზოგჯერ სარეცხ მანქანას დგამენ სამზარეულოში ან კორიდორში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააბაზანოში ტენიანობა ყოველთვის გაზრდილია. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს სოკოვანი ბაქტერიების განვითარებას მანქანაში, არამედ გავლენას ახდენს ტექნიკის დეტალებზეც. დროთა განამვლობაში ტენის ზემოქმედების გამო ისინი იჟანგება.სარეცხი მანქანის კარი მუდმივად ღია უნდა იყოს. რეცხვის შემდეგ უნდა გამოიღოთ ფხვნილისთვის განკუთვნილი სინი და გააშროთ იგი. თუ ამას არ გააკეთებთ, ძალიან მალე მის კედლებსა და ცილინდრის გარშემო არსებულ რეზინზე ჩნდება ნადები. რეკომენდირებულია სარეცხი მანქანის ისეთ ადგილას დადგმა, რომელიც ხშირად ნიავდება.

ბევრს პატარა სააბაზანო აქვს, ამიტომ შედარებით მცირე ზომის სარეცხი მანქანის ყიდვა უწევთ. შედეგად, ტექნიკა მუდამ ჩართულია და არასოდეს ირთვება. ეს ყველაფერი დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

როცა სააბაზანოში სარეცხ მანქანას ამონტაჟებთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი უსაფრთხოება. არაა სასურველი შხაპის მიღება იმ დროს, როცა  ტექნიკა ჩართულია. ადამიანს შეიძლება დენმა დაარტყას. ამ მიზეზის გამო აკრძალულია სააბაზანოში ფენის ხმარებაც.ამბობენ, რომ თუ არ გაქვთ სარეცხი მანქანისთვის ცალკე ადგილის გამოყოფის შესაძლებლობა, საუკეთესო ვარიანტი- სამზარეულოა. იქ მუდამ სიმშრალეა და ეს ოთახი ხშირად ნიავდება.

როგორ მოვიქცეთ, თუ თავისუფალი ადგილი მხოლოდ სააბაზანოშია? გასათვალისწინებელია, რომ მანქანის ჩასარეცხი შლანგის სიგრძე 1,5 მ-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად ახლოს უნდა დამონტაჟდეს ნიჟარასთან, რათა შლანგი მიწვდეს კანალიზაციას. ასევე 1,5 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს მანძილი დენცქვიტამდე. არ შეიძლება დამაგრძელებლის გამოყენება, რათა არ მოახდინოთ მოკლე ჩართვის პროვოცირება.

სააბაზანოში უნდა დატოვოთ სათადარიგო  ადგილი, რადგან მისი კარი მუდმივად ღია უნდა იყოს. შესაძლოა, უკეთესი იყოს ვერტიკალური ჩატვირთვის მქონე ტექნიკის დაყენება. სარეცხი მანქანა მჭიდროდ არ უნდა ეკვროდეს კედელს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მუშაობის დროს სარეცხი მანქანა არ ჯანჯღარებდეს. ზოგიერთ მოდელს აქვს ფეხები, რომელთა მოშვება შეიძლება. ეს მოსახერხებელია მაშინ, როცა იატაკი უსწორმასწოროა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე