გონებამახვილ კამილა პარკერ-ბოულზს ძალიან უყვარს ძაღლები, მან ორი მათგანი გამოიყვანა თავშესაფრიდან

21 views

17 ივლისს უელსის პრინცის მეორე ცოლმა 74 წლის იუბილე აღნიშნა. როგორ გამოიყურებოდა კამილა პარკერ-ბოულზი ახალგაზრდობაში? როდის გაიცნო მან ტახტის მემკვიდრე და მისი ცხოვრების რა ფაქტების შესახებ არ იცის ადამიანთა უმრავლსებამ? პასუხებს მოცემულ სტატიაში იპოვით.

კამილა პარკერ-ბოულზი ახალგაზრდობაში

არსებობს მითი, რომ სამეფო ოჯახი კამილას პრონცისთვის შეუფერებელ ქალად აღიქვამდა მისი წარმოშობის გამო. სინამდვილეში ჰერცოგინას მშობლები არისტოკრატების მემკვიდრეები იყვნენ.

მამას ჰქონდა შესანიშნავი სამხედრო კარიერა და გახდა აღმოსავლეთ სასექსის ვიცე ლორდ-ლეიტენანტი. დიდი ბებია დედის მხრიდან იყო მეფე ედუარდ მე-7-ს საყვარელი.კამილას უმცროსი და ელიოტი დიზაინერული ფირმის უფროსია და ანტიკვარიატებით ვაჭრობს.

ჰერცოგინას ძმა მარკ შენდი იყო მწერალი, მოგზაური და ბუნების დამცველი. მისი წიგნი “მოგზაურობა ჩემი სპილოთი” გახდა ბესტსელერი. 2014 წელს ის გარდაიცვალა სერიოზული ტრავმის შედეგად.ისე მოხდა, რომ ჩარლზმა და კამილამ ერთმანეთი 1970 წელს გაიცნეს, 7 წლით ადრე, ვიდრე ტახტის მემკვიდრის ცხოვრებაში გამოჩნდა დიანა სპენსერი. საბედისწერო გაცნობა დაიწყო შეკითხვით: ” იცით, რომ ჩემს დიდ ბებიას რომანი ჰქონდა თქვენს დიდ ბაბუასთან? ჩვენც ხომ არ გვეცადა იგივე?”

პრინცს შეუყვარდა გონებამახვილი ლამაზმანი, რომელიც თავდავიწყებით იყო შეყვარებული სხვა მამაკაცზე. იმ მომენტისთვის კამილა შანდს უკვე 5 წელის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ენდრიუ ბოულზთნ, რომელსაც შემდგომ ცოლად გაჰყვა.

ჩარლზი და ენდრიუ პირადად იცნობდნენ ერთმანეთს, ისინი თანაგუნდელები იყვნენ. სწორედ ამიტომ პრინცის გაცნობა კამილასთვის იყო შესაძლებლობა აეძულებინა ბოულზისთვის, რომ მასზე ეეჭვიანა. ბედისწერამ საკუტარი შესწორებები შეიტანა. როცა რომანის შესახებ გაიგო, ელიზაბეტ მე-2-მ ვაჟი სამხედრო ფლოტში გაუშვა, სადაც განშორებამ მისი გრძნობები გააძლიერა. კამილას და ჩარლზის შემდგომმა ქორწინებამ ვერაფერი შეცვალა. ასე დაიწყო ყველაზე ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი.

ძაღლების მოყვარული – კამილას ორი ჯეკ-რასელ-ტერიერი ჰყავს: ბეთი და ბლიუბელი. მან ისინი თავშესაფრიდან წამოიყვანა. ცნობილია, რომ ჰერცოგინა დიდი ხანია აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაციას Animal Care Trust.

ჰერცოგინას 10 შვილიშვილი ჰყავს

კამილას და ენრიუს 2 შვილიშვილი ჰყავთ, ელიზას ქალიშვილი 3 ბავშვის დედაა. ასევე, ჩარლზის მეუღლეს 5 აყვანილი შვილიშვილი ჰყავს.

ტექნიკურად კამილას შეუძლია “უელსის დედოფლის” ტიტულის ტარება, რადგან უელსის პრინცის მეუღლეა, თუმცა ის ამ პატივით არ სარგებლობს პრინცესა დიანას პატივსაცემად.

უკანონო შვილი: ვიღაც ავსტალიაში მცხოვრები საიმონ ჩარლზ-დორანტე-დეი ამტკიცებს, რომ პრინც ჩარლზის და კამილას უკანონო შვილია. მამაკაცის თქმით, მისმა შეძენილი მშობლები 1966 წელს ერთად მუშაობდნენ ელიზაბეტ მეორის ერთ-ერთ სასახლეში. სწორედ იქ იშვილეს კამილას ვაჟიც.

ავსტრალიელ მამაკაცს კიდევ აქვს იმედი, რომ სამეფო ოჯახს რეაგირება ექნება მის განცხადებაზე, თუმცა ბუკინგემის სასახლიდან პასუხი კვლავ არაა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე