კულინარიულმა ბლოგერმა გვიპასუხა, ტაფაზე კოტლეტების შეწვისას სჭირდება თუ არა მას თავზე დახურვა

60 views

ვეგეტარიანელებსაც კი უყვართ კოტლეტების ჭამა.  ისინი მათ სოიოს, ტოფუს, პარკოსნებისა და სხვა პროდუქტებისგან ამზადებენ. კოტლეტების მომზადების მრავალი გზა არსებობს: ორთქლზე, ღუმელში, ტაფაზე. მოცემულ სტატიაში მათ გავაკეთებთ ცნობილი ფუდ-ბლოგერების რეცეპტების მიხედვით.

როგორ შევწვათ კოტლეტები სწორად ?

მნიშვნელობა აქვს კოტლეტების ზომას, ტაფის ხარისხს და ინგრედიენტების გონივრულ შეხამებას. მათ უმატებენ პურს და რძეს სირბილისთვის. კოტლეტებს წვნიანობას სძენს წვრილად დაჭრილი ხახვი. შეწვისას რომ არ დაიშალოს, მათ სველი ხელებით უნდა მისცეთ ფორმა.შეწვის პროცესში მათ შორის უნდა იყოს სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეეწებება ერთმანეთს. თავდახურულ ტაფაზე მობრაწვისას კოტლეტები არ მიიღებს ოქროსფერ ქერქს. სწორედ აიტომ ბევრი მზარეული ამზადებს მათ ღია ტაფაზე, მხოლოდ ბოლოში ახურავს თავზე და ამატებს წყალს.

კიდევ ერთი მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: კოტლეტები ჯერ ორივე მხრიდან იბრაწება თავდაუხურავ ტაფაზე და შემდეგ 10 წუთით ცხვება ღუმელში.ყველას არ უყვარს მათი პანირება, თუმცა ეს მატებს მათ სიხრაშუნეს გარედან და სირბილეს შიგნიდან. კოტლეტების პანირება შეიძლება კვერცხსა და ორცხობილებში.

კოტლეტების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3 სმ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ბოლომდე არ შეიწვება.ერთ-ერთი ფუდ-ბლოგერი გვირჩევს კოტლეტისთვის შევარჩიოთ საქონლის ან ქათმის ბარკლის ანათალი, რადგან ეს ყველაზე რბილი ნაწილია.

ინგრედიენტები

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 200გ ბატონი
  • 150 მლ  კეფირი
  • 70 გ ბეკონი
  • 250 გ ხახვი
  • 30 გ პარმეზანი
  • 2 ც. კვერცხი
  • 30 გ ხმელი ოხრახუში
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით ხორცი. ბატონი ჩაალბეთ 150 მლ კეფირში.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი და ბეკონი.
  3. ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ ხორცი, ბოლოს კეფირში ჩამბალი ბატონი.
  4. ახლა დაუმატეთ ფარშს მარილი და სანელებლები, წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი პარმეზანი. ყველაფერს კარგად მოურიეთ და დატოვეთ 10 წუთით.
  5. 10 წუთში ისევ მოურიეთ ფარშს და ფორმა მიეცით კოტლეტებს.
  6. ხელებზე წაისვით მზესუმზირის ზეთი, რათა კოტლეტები არ გამოგიშრეთ. მოათავსეთ ისინი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. გემრიელად მიირთვით.

შემწვარი პანირებული კოტლეტები – ფუდ-ბლოგერი ნატალია კალინინა ახარებს თავის გამომწერებს საქონლის და ქათმის ფარშისგან მომზადებული პანირებული კოტლეტების რეცეპტით. თავიდან ის მათ ტაფაზე წვავს მზესუმზირის ზეთში, შემდეგ რამდენიმე წუთით ღუმელში ათავსებს, რის ხარჯზეც კოტლეტები ნაზი და გემრიელი გამოიდის.

ინგრედიენტები

  • 250 გ ქათმის ფილე
  • 250 გ საქონლის ფარში
  • 1 ც. კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 1 ც. ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გ პანირებული ორცხობილა
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ბატონი პური და დაასხით რძე.
  2. დაჭერით ხახვი და მობრაწეთ ის მზესუმზირის ზეთში გაოქროსფერებამდე. შემდეგ შეურით მიქსერში ხახვსწ და ნიორს 1 ც. კვერცხი.
  3. ფარს შეურით ხახვის მასა, შემდეგ მსუბუქად გაწურეთ ბატონი და დააქუცმაცეთ იგი მიქსერში. ბატოს გადაურეთ ფარშში.
  4. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მიეცით ფორმა კოტლეტეს. ამოავლეთ ისინი საფანელში და მობრაწეთ ორივე მხრიდან ტაფაზე 3-3 წუთით.
  5. გადაიტანეთ კოტლეტები ჟარონაზე და დაუმატეთ 50 მლ წყალი. დააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

ინგრედიენტები

  • 700 გ ღორის ფარში
  • 500 გ საქონლის ფარში
  • 1 ც. ხახვი
  • 200 მლ რძე
  • 100 გ ბატონი
  • 80 გ ბეკონი
  • 5 გ მუსკატის კაკალი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაალბეთ ბატონი რძეში.
  2. ფარშს შეურიეთ ბატონი, მარილი და წიწაკა.
  3. მობრაწეთ ტაფაზე ხახვი ზეთის გარეშე და დაუმატეთ ფარშს. შემდეგ ფორმა მიეცით კოტლეტებს.
  4. მობრაწეთ ისინი მზესუმზირის ზეთში თითოეული მხრიდან 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ კოტლეტები ჟარონაზე და მოათავსეთ ღუმელში.
  5.  გამოაცხეთ ისინი 180 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე