ტარო-პროგნოზი: რაზე ნანობს და რისი იმედი აქვს მას თქვენთან ურთიერთობაში?

60 views

განეწყვეთ პროგნოზისთვის, მოდუნდით და გათავისუფლდით ზედმეტი აზრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავსა და იმ სიტუაციზე, რომელშიც აღმოჩნდით თქვენი მამაკაცის გამო.

გონებაში დაუსვით შეკითხვა კარტებს პროგნოზის შესახებ, ეს დაგეხმარებათ მთელი ინფორმაციიდან მხოლოდ თქვენთვის საჭიროს გამოყოფაში

თქვენ ძალიან ვნებიანი და მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით, მამაკაცს მაგნიტივით იზიდავთ. მე-15 არკანის მიხედვით, გახასიათებთ ეგოისტურობაც, შეჩვეულნი ხართ დაემონოთ საკუთარ სურვილებს, დიდ ყურადღებას არ აქცევთ სხვების გრძნობებს.

თქვენ გაქვთ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის უნარი, მიდრეკილნი ხართ განვითარებისკენ, საკმაოდ აქტიური ბრძანდებით. ახლა ყველაფერი ისე არაა მოწყობილი, როგორც გსურთ, რასაძ ძალიან განიცდით.

არ ჩავარდეთ პანიკაში, უბრალოდ დააკვირდით სიტუაციას, რათა მოიფიქროთ მომავალში სამოქმედო გეგმა.

ფიალების ტუზის მიხედვით, მამაკაცი საკმაოდ ემოციურია, საბოლოო ჯამში, ის  სასიამოვნო და დადებითი ადამიანია. მას შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს ქალი.

ის წარმატებული, ენერგიული, გარშემომყოფებისადმი კეთილგანწყობილი პიროვნებაა. ფინანსური კუთხით ის საკმაოდ წინდახედული და ფრთხილია, ჯერ ფიქრობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებს.

ახლა ერთმანეთის მიმართ ინტერესი გამოძრავებთ, გსურთ ერთად განვითარება, გაკავშირებთ ხორციელი ვნება.

რას ნანობს იგი? საკუთარ სპონტანურ, დაუფიქრებელ საქციელს, სიტყვებს, რითაც გაწყენინათ და თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია დაარღვია. იგი წუხს კამათის გამო, რომლის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდით.

რისი იმედი აქვს მას თქვენთან ურთიერთობაში? იმის, რომ თქვენ შეძლებთ ემოციური დისტანციის აღმოფხვრას, რომელიც ახლა გაშორებთ. მამაკაცს უნდა, რომ ქალური გონიერება და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინოთ. იმედოვნებს, რომ თქვენი მისადმი გრძნობები ჭეშმარიტი და არა ულუზიურია.

თუ ეს ნამდვილად ასეა, თქვენ მხოლოდ ბედნიერება გელოდებათ მომავალში.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე