ვრეცხავ ქვაბს ქიმიური საშუალებების გარეშე, ვაცილებ კალციფიცირებულ ნადებსა და ნალექს

135 views

ძვირფასო მკითხველები, მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ქვაბის გაწმენდის ბიუჯეტურ და მარტივ  მეთოდზე ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. ჭურჭელს შიგნიდან მოვაშორებთ ნადებს და გავათეთრებთ ემალს.

ნაბიჯი 1 

ვამზადებ პასტას, ამისთვის ვიღებ პლასტმასის კონტეინერს და ორ ბიუჯეტურ ინგრედიენტს: საკვებ სოდა და წყალბადის ზეჟანგს. სოდას ვასხამ ზეჟანგს და ვიღებ პასტას, რომელიც არ ჩამოიღვრება ქვაბის კედლებზე.

ნაბიჯი 2 

ამის შემდეგ ვიღებ ჭურჭლის საწმენდ ღრუბლებს. ისინი არ კაწრავს ქვაბებს, ეფექტურად აცილებს ნადებს და ჭუჭყს.

ნაბიჯი 3 

თანაბრად ვანაწილებ პასტას ქვაბის ზედაპირზე, მისი წასმის შემდეგ ფსკერზე ვასხამ დამატებით წყალბადის ზეჟანგს.

ნაბიჯი 4 

პასტას ვტოვებ ჭურჭელზე საშუალოდ 30-40 წუთით. ნადების სიჭარბის შემთხვევაში ეს დრო არაა საკმარისი.

ნაბიჯი 5 

შიგნით ხსნარი გაყვითლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კალციფიცირებული ნადები გალღვა. შემდეგ ვიღებს ცხელი წყლით სავსე ტაშტს და ვიწყებ ქვაბის წმენდას.

შედეგი: რამდენიმე წუთში ჭურჭელი აბსოლუტურად გასუფთავდა.

ფსკერზე დარჩა მცირე ყვითელი ლაქები, თუმცა ეს უკვე ემალის თავისებურებებია, ამ ადგილებზე ხშირად მიიწვებოდა ხოლმე საკვები. ამ პრობლემის აღმოფხვრა მარტივია, უბრალოდ პასტა მეტი დროით უნდა დატოვოთ.

მოცემული მეთოდი საკმაოდ ბიუჯეტურია, თანაც არ გიწევთ სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენება.  გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება ჭურჭლის მენდასთან დაკავშირებით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე