ტარო-პროგნოზი: რისთვის გამოჩნდა ის თქვენს გზაზე?

69 views

განეწყვეთ ტაროს პროგნოზისთვის. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და არაფერზე იფიქროთ, რამაც შეიძლება გონება გაგიფანტოთ. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავსა და შექმნილ სიტუაციაზე. გონებაში წარმოიდგინეთ კარტების განლაგება.

6-იანი თასის მიხედვით, თქვენ გახსნილი, კეთილი გულის ქალბატონი ბრძანდებით, შეგიძლიათ იყოთ ზომიერზე მეტად მიმნდობი, ზოგჯერ გულუბრყვილოც კი. არაა გამორიცხული, რომ თქვენი ხასიათის ამ თვისებებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ გარშემომყოფებიც. შესაძლოა, ვინმესთან დაპირისპირებაში იმყოფებით, კარტები თქვენს გარშემო არსებულ ნეგატვიზე მეტყველებს.

უპირატესობას სიმშივდეს ანიჭებთ, დარწმუნებულნი ხართ საკუთარ თავსა და ხვალინდელ დღეში. თქვენზე ამოვიდა პენტაკლეს დედოფალი, მამაკაცის შემთხვევაში კი- მეფე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის სულიერად და ენერგეტიკულად გენათესავებათ. თქვენი რჩეული პრაქტიკული მატერიალისტია, რომლისთვისაც ფინანსურ უზრუნველყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სერიოზული პირვნებაა, რომელსაც საკუთარი ემოციების მართვა ძალუძს. მამაკაცი აფასებს ოჯახურ მყუდროებას, სურს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრება.

შესაძლოა, ვიღაც საცხოვრებლის შეძენას გეგმავდეს, თუმცა ეს საქმე გადადებულია. თქვენ და იმ მამაკაცს შორის შესაძლოა იდგეს ქორწინება, ვიღაცის ოჯახი.

რატომ გამოჩნდა ის თქვენს გზაზე? ეს მამაკაცი ნამდვილად უნდა შეგხვედროდათ. ეს არ იყო მარტივი გაცნობა, ის ბედისწერამ წინასწარ განსაზღვრა. იგი შეგხვდათ იმისათვის, რათა თქვენს ცხოვრებაში შემოეტანა ახალი ემოციები, მის გვერდით განგეცადათ თავისუფლების სიტკბოება და კომფორტი. ძნელია იმის თქმა, რომ საუბარია სერიოზულ ურთიერთობაზე.

მოცემული კავშირი მთლიანად გშთანთქავთ, როგორც გონებრივად, ისე ემოციურად. არაა გამორიცხული, რომ მამაკაცს თქვენთან ოჯახის შექმნა სურდეს, თუმცა იგი ამისთვის ჯერ არაა მზად.

თუ რომელიმე თქვენთაგანი დაოჯახებულია, სიტუაცია არ შეიცვლება, ის არ დაგენგრევათ. ამის პარალელურად, თქვენი გრძნობებიც არსად გაქრება, პირიქით, დროთა განმავლობაში ისინი მხოლოდ გაძლიერდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე