ჩავრინდით დუბაიში და მაშინვე წავაწყდით უცნაურობებს

80 views

არაბთა გაერთიანებული საამიროები- მდიდარი შეიხების ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ქვიშის უდაბნოებს შორის აღმართულია უამრავი ცათამბჯენი, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ლამაზი შადრევნები. ესაა ადგილი, სადაც ძველი ჩვეულებები ერწყმის ახალ ტენქოლოგიებს. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობენ არაბთა საამიროებში და რა უცნაურობებს შეიძლება წააწყდეს ტურისტი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

ერთხელ საამიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა განაცხადა: ” არ არსებობს ოცნება, რომლიც რეალობაში ხორცშესხმა არ შეიძლებოდეს”. როცა დუბაიში ხვდებით, იაზრებთ მოცემული სიტყვების ჭეშმარიტებას.

გთავაზობთ საამიროებში ცხოვრების თავისებურებებს

1.დუბაიში აღმგზნები სასმელების მირთმევა მხოლოდ ტურისტებს და არამუსულმებს შეუძლიათ.

2.წვიმა საამიროებში უამრავ პრობლემას იწვევს. ადამიანები ჩქარობენ თავშესაფრებისკენ ნაცვლად იმისა, რომ დატკბნენ თბილი წვიმით.

3.საამიროების დიასპორის 90% 25-35 წლის ასაკის ადამიანებისგან შედგება. ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის წილი 11 %-ია. ამასთან, მოქალაქეობის მიღება თითქმის შეუძლებელია.

4.ქვეყნის ნაციონალურ დღეს, 2 ნოემბერს, ხალხი მასიურად აღმართავს დროშებს.

5.მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ აქლემის რძე. ის ოდნავ მარილიანი და შედარებით ცხიმიანია, ვიდრე ძროხის რძე. ასევე მისგან შოკოლადსაც ამზადებენ.

6.საამიროებში ინტერნეტის შემოყვანას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება ხოლმე.

7.ადგილობრივ მცხოვრებლებს სურთ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ. სწორედ აქ ააგეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობები, ყველაზე ჩქაროსნული ატრაქციონი, ყველაზე ძვირიანი ლიფტი და სასტუმრო.

ფასები და ცხოვრების დონე საამიროებში

1.ადგილობრივ საავადმყოფოში ვიზიტი შესაძლოა 500 $-მდე დაგიჯდეთ. ამასთან, პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ემიგრანტების უმეტესობა ავადდება. ამის მიზეზი კონდიციონერებია, რომელთა გაწმენდა ავიწყდებათ ხოლმე.

2.ბავშვის შენახვა საამიროებში ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, საბავშვო ბაღის თვიური გადასახადი 2000-6000 $.

3.ამ ქვეყანაში პოლიციელები გადაადგილდებიან ელიტურ ავტომობილებზე.

ადგილობრივი კულტურა

1.თუ არაბ მამაკაცს დაქორწინება უნდა, მან აუცილებლად უნდა ააშენოს სახლი.

2.ტრადიციული არაბული ქორწილი ძალიან უცნაურად მიმდინარეობს. ქალები ცალკე, თავიანთ წრეში აღნიშნავეს ამ დიდებულ დღეს, ხოლო მამაკაცები- ცალკე.

3.მეორე ქალის ცოლად მოყვანამდე, მამაკაცი ნებართავს პირველ მეუღლეს სთხოვს.

4.მამაკაცს შეიძლება ერთდოულად ჰყავდეს 4 ცოლი, თუმცა განქორწინებების გათვალისწინებით, მათი რაოდენობა არაა შეზღუდული კანონით.

5.ყველა ცოლი თანაბარ პირობებში უნდა ცხოვრობდეს.

6.თუ არაბ მამაკაცს ცოლად მოჰყავს უცხოელი ქალი, მას კანონის მიხედვით აქვს საკუთარი რელიგიისა და მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება. ამასთან, ბავშვები ავტომატურად ხდებიან საამიროების მოქალაქეები, თუმცა თავად ქალი ამ საკითხში წინააღმდეგობებს აწყდება. ამისთვის მან უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსეული მეუღლეა, უნდა მიიღოს ისლამი და რამდენიმე წელი იცხოვროს ქმართან ერთად. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ქმარი მოქალაქეობის მიღებას საერთოდ ვერ შეძლებს.

ოდესმე ყოფილხართ დუბაიში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში !

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე