ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ ჯოჯოხეთური 2022 წელი?

182 views

მეტალის ხარს ჩაანაცვლებს შავი (ლურჯი, ცისფერი) წყლის ვეფხვი. სხვაწარმომადგენლებს შორის იგი ნაკლებ აგრესიულია. რთულ სიტუაციებში ცხოველი კარგავს თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს. ერთნი ამბობენ, რომ 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი იქნება ჯადოსნური, სხვების წარმოდგენით კი. პირიქით, რთული.

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

შავი ვეფხვი განასახიერებს ფინანსურ უზრუნველყოფას, აყვავებას და ძალას. პირველი ნახევარწლეულში იუპიტერი იქნება თევზის თანავარსკვლავედში. ეს მოუტანს მატერიალურ სტაბილურობას მორიელებს, კირჩხიბებს და თევზებს.წლის მეორე ნახევარში იუპიტერი გადავა ვერძის თანავარსკვლავედში, რაც ფულად წყაროებს მიმართავს ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნებისკენ. ქვემოთ აღწერილ ნიშნებს კი დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ ნოყიერი ნიადაგის შესაქმნელად.

კირჩხიბი – ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წელი დაიწყება მათი მოთმინების, სტრესულ სიტუაციებში გამძლეობის და სიცოცხლის ხალისის გამოცდით. ეს შემოწმებები შეეხება პირად ცხოვრებას, კარიერას და სამსახურს. სჯობს კრედიტებისგან შესაძლებლობისამებრ თავი შეიკავოთ. 2022 წელს წარმატების მისაღწევად მუხლჩაუხრელად მოგიწევთ შრომა !

ლომი – ბევრი ადამიანი შეეცდება ლომების პროვოცირებას, რათა ისინი ჩართონ კონფლიქტურ სიტუაციებში და აიძულონ აგრესიის გამოვლენა. გეგმაზომიერად მიუდექით მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის საკითხს. ზაფხულის ბოლოს დაფარეთ ვალები და წინასწარ დაგეგმეთ ხარჯები. შეგიძლიათ აწარმოოთ შემოსავლებისა და გასავლების ცხრილი. ბევრი დრო დაუთმეთ ძვირფას და ახლობელ ადამიანებს.

 

მშვილდოსანი – 2022 წელს მშვილდოსნებს გაუჭირდებათ, ამის მიზეზი ფინანსური ხარჯები და გარშემომყოფებთან დაკავშირებული გაუგებრობები იქნება. სწორედ ეს შეგიშლით ხელს ცხოვრებით სრულად ტკბობაში. ფულადი პრობლემების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ გონივრული დაგეგმვა და ახალი კავშირები. რთულ მდგომარეობაში სწორედ ახლობელი ადამიანები დაგიდგებიან გვერდით.

თხის რქა – გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს ! თუ პანიკაში არ ჩავარდებით, თქვენც აუცილებლად იპოვით გამოსავალს. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა დაკარგოთ სამსახური, თუმცა შემოდგომის დასასრულისკენ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.  დიდი იმის ალბათობა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ.

რედაქციისგან: ახალ წელს თითოეული ნიშანი უნდა მოემზადოს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებისთვის. შავი ვეფხვი- ენერგიული და იმპულსური ცხოველია, ამიტომ 2022 წელს არაერთი სიურპრიზი გველოდება.

როგორ მოგეწონათ აღნიშნული პროგნოზი?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე