ცოლი დაუდევრად და მოსაწყენად გამოიყურება, როგორ ვაიძულო იგი, რომ ლამაზად ჩაიცვას?

26 views

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ცოლი დაუდევრად გამოიყურება? მართალია, ის შესანიშნავი მადნილოსანია, თუმცა მას აკლია ელემენტარული ქალურობა. ამ საკითხზე დაფიქრდა 35 წლის ლექსო მეგობართან სტუმრად ყოფნისას.

შესანიშნავი ქალი

ქმრები და ცოლები – “ერთხელ მეგობრები შევიკრიბეთ და საკუთარ ცოლებზე ვლაპარაკობდით. დიდწილად ჩემი ამხანაგები საუბრობდნენ, რადგან მათ წუწუნის საბაბი ჰქონდათ.

  • -ჩემსას ახალი ფეხსაცმლის ყიდვა უნდა მაინცდამაინც იმ ძვირიანი ბუტიკიდან.
  • -ჩემი უკვე ერთი კვირაა პალტოს მთხოვს.
  • -რა გაწუწუნებთ? ერთხელ ხარჯავთ ფულს და მერე ისვნებეთ. ჩემი მეუღლე ყოველთვიურად სალონებში დადის. როგორ გგონიათ, ხარჯებს თავად ფარავს?

ამ ყველაფერს ვისმენდი და არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა. ერთი მხრივ, მეგობრების თვალებში იღბლიანი კაცი ვარ, რადგან ცოლი იშვიათად მთხოვს რაიმეს, თუმცა ვისურვებდი, რომ მას გარეგნობისთვის მეტი ყურადღება დაეთმო.მე და ვიკა უკვე 8 წელია ერთად ვცხოვრობთ. გვყავს ერთი ვაჟი, რომელიც შარშან სკოლაში გავუშვით. ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად ჰარმონიულია.

ბოლოს დროს სულ უფრო მეტად ვაქცევ ყურადღებას სხვა ქალებს. არა იმიტომ, რომ ისინი  მომწონს, უბრალოდ სასიამოვნოა მათი ყურება. ჩემი ვიკა საოცარი ადამიანი, თუმცა გარეგნობას ნაკლებ მნიშვნელობას აიჭებს, მუდამ ჯინსებს და ბოტასებს ატარებს, ზაფხულში ერთ-ორ კაბას თუ ჩაიცვას ხოლმე.

მისი შემხედვარე სათანადო აღტაცებას ვერ ვგრძნობ. ვისურვებდი, რომ ის უფრო ლამაზად და ნაზად იცვამდეს. ვეცადე კიდეც დავლაპარაკებოდი, მაღაზიაშიც კი შევიძინეთ რაღაცეები, თუმცა ტყუილად, ტანსაცმელი თვეობით ელაგა კარადაში.

ყოველდღე ვადევნებ თვალს სკოლიდან გამოსულ მოვლილ ქალებს , შემდეგ მეუღლეს გავხედავ ხოლმე და ვხვდები, რომ ის უფერულად და მოსაწყენად გამოიყურება.შესაძლოა, პრობლემა ჩემშია, თუმცა უფრო ქალურ მეუღლეს ვისურვებდი. მე ის კვლავინდებურად მიყვარს და არაფერში გავცვლი ჩვენს ურთიერთობას.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოლი ჩემი თხოვნის წინააღმდეგია.

დასკვნა: უნდა ჩაიცვას თუ არა ვიკამ უფრო ლამაზად მეუღლის ხათრით მაინც? თუ ლექსომ უნდა გადახედოს საკუთარ სურვილებს?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე