რა ხდება განსაკუთრებული 33, 42-46 და 60 წლის ასაკში?

44 views

ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. სადჰგურუ ამას არ ეთანხმება. რასაკვირველია, არ ღირს პასპორტში ასახულ ციფრებზე ჩაციკვლა, თუმცა მნიშვნელოვანი თარიღების გათვალისწინება აუცილებელია. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ასაკში იწყება ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები.

ასაკს არ აქვს მნიშნველობა

არც თუ იშვიათად ხალხი ამბობს, რომ ასაკს ვერ გრძნობს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ ფრაზაში შეინიშნება მსუბუქი კოგნიტიური დისონანსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ ასაკს აღვიქვამთ   განსაზღვრული კლიშეებისა და სტერეოტიპების ნაკრებად.გასათვალისწინებელია, რომ ცხოვრებისეული ეტაპები და ჩვენი განვითარება ყოველთვის როდი შეესაბამება დოკუმენტებში აღბეჭდილ ციფრებს. მაგალითად, ინდოეთში ადამიანი მხოლოდ 8 წლამდე ითვლება ბავშვად. ეს პირველი ეტაპია ცხოვრებაში.

პიროვნება, ყვავილის მსგავსად, 32 წლის ასაკისთვის აყვავებას იწყებს, მზადაა გაეხსნას სამყაროს. თუ აქამდე ყველაფერს სწორად აკეთებდით: ვითარდებოდით სულიერად, იზრდებოდით ემოციურად და მნიშვნელოვან უნარებს იძენდით, მაშინ 33-ე დაბადების დღის შემდეგ უდიდესი შესაძლებლობები გაგივითარდებათ.

შეიძლება მოხდეს პირიქითაც. ალბათ, გსმენიათ საშუალო ასაკის კრიზისზე, 33 წლის შემდეგ ადამიანების ნაწილი უეცრად სრულიად კარგავს ცხოვრების აზრს. ასეთი პიროვნებები ვეღარ იაზრებენ, თუ რა ხდება მათ გარშემო.სადჰგურუ ამას იმით ხსნის, რომ 33 წლის ასაკში ჩვენში იკეტება ციკლი. თუ შინაგანი ენერგია სწორი მიმართულებით მიედინება, ამ დროს საკუთად თავს თავადვე ვკვებავთ. თუ გასულ წლებში მხოლოდ თვითგანადგურებით იყავით დაკავებული, მაშინ 33 წლის შემდგომ მთელი სისტემა შესაძლოა მოულოდნელად ჩამოინგრეს.  ამ ასაკში დგინდება მთელი ცხოვრების ტრაექტორია. მნიშვნელოვანია მოწიფულობის მაღალ დონეს სწორედ ამ დრომდე მიაღწიოთ.

მეორე საბედისწერო ასაკი მამაკაცებისთვის 42, ხოლო ქალებისთვის- 46 წელია. სამწუხაროდ, ეს ეტაპი პირველზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა მასაც უდიდესი მენტალური დატვირთვა აქვს. 60 წლის ასაკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დგება.

რედაქციისგან: სადჰგურუ არ გადასუვამს ხაზს იმათ, ვინც უკვე გასცდა გარკვეულ ასაკობრივ ჩარჩოებს. ის მხოლოდ ამტიცებს, რომ დიდი ცხოვრებისეული ნახტომისთვის მზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 33 წლამდე და 7 თვემდე.ზოგჯერ კარდინალური ცვლილებები აუცილებელია: მოიშორეთ თავიდან ტოქსიკური ადამიანები, ყური უგდეთ შინაგან ხმას, დაკავდით სხეულისა და გონების განვითარებით. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იქნება მავნე ჩვევების მოშორება.ახალგაზრდობაში ბევრი  გამუდმებით წვეულებებზე დადის და მუდამ ლოთობს. სჯობს ეს ეტაპი 33 წლამდე დასრულდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი სიხარულით სავსე და ბედნიერი ცხოვრებით დატკბეს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე