თავსატეხები ასანთის ღერებით, რათა ლოგიკის გურუ გახდეთ.

15 views

თავსატეხები ასანთის ღერებით დაგეხმარებათ ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. ამ ამოცანების ამოხსნისას ისინი უნდა გადაანაცვლოთ, რათა სასურველი ფიგურები მიიღოთ.

თავსატეხები ასამთის ღერებით

სახლი – შეეცადეთ 2 ასანთის ღერი ისე გადაანაცვლოთ, რომ სახლის სხვა მხარეს შეტრიალდეს.

საით მიცოცავს კირჩხიბი? – 3 ღერს შეუცვალეთ მდებარეობა ისე, რომ კირჩხიბი შემობრუნდეს და ქვემოთ დაიწყოს ცოცვა.

გადაანაცვლეთ 1 ღერი ისე, რომ გამოსახულება გათანაბრდეს.

ტოლი კვადრატები – მოაშორეთ 2 ღერი ისე, რომ 4 ტოლი კვადრატი მიიღოთ.

სამი კვადრატი – 3 ღერი გადაანაცვლეთ ისე, რომ 3 ტოლი კვადრატი მიიღოთ.

მინიშნებები

1.კედლის ზედა მხარე გადაწიეთ უფრო მარცხნივ და ოდნავ მიაბრუნეთ სახურავის მარცხენა კიდე.

2.მოაშორეთ მარცხენა საცეცი, სიფათის და კუდის მარცხენა ნაწილები.

თავისუფალი ღერები გადაანაცვლეთ მარჯვნივ, როგორც ეს სურათზეა გამოსახული (გამოყოფილია წითელი ფერით).

3.პლუს ნიშანს მოაშორეთ ვერტიკალური ღერი და ის ისე დადეთ, რომ 6 8-ად გადაკეთდეს. ახლა გვაქვს: 8-4=4. ტოლობა გასწორდა.

4.საკმარისია მოაშოროთ 2 ღერი ისე, როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული, რათა კიბე 4 ტოლ კვადრატად გადააკეთოთ.

5. 3 ერთნაირი კვადრატის მისაღებად, მოაშორეთ “ფეხები” და ცენტრალური კვადრატის ქვედა მხარე. ფოტოზე წითელი ღერები გიჩვენებთ, თუ სად უნდა გადაანაცვლოთ ისინი.

როგორც ხედავთ, თავსატეხები არც ისე რთულია, სამაგიეროდ დრო სასარგებლოდ დახარჯეთ, გაავარჯიშეთ ლოგიკური აზროვნება. გამჭრიახობა აუცილებელია, ის დაგეხმარებათ უმოკლესი გზით მიაღწიოთ მიზნებს არა მხოლოდ თამაშში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე