ხორცის საკეპ მანქანაში ვატარებ მწიფე ფეიხოებს, რათა ოჯახის წევრებს არ აცემინებდეს მთელი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული

167 views

“როგორ ჭამენ ფეიხოას?”- ვკითხე ჩემს აფხაზ მეგობარს. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რომ ეს მწვანე ნაყოფი- ვიტამინების მთელი ნაკრებია, ამასთან, საოცრად გემრიელიც. დაქალმა გამომიგზავნა შარშანდელი მურაბა და ჩამაწერინა მისი მომზადების რეცეპტი, რომელსაც მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ.

როგორ მიირთმევენ ფეიხოას?

ფეიხოას გემო ერთდოულად გვახსენებს მარწყვს ანანასის ნოტებით და მსუბუქი სიმჟავით. მისი სეზონი სექტემბრის ბოლოდან იწყება. მეგობარი მირჩევს, რომ იგი ცოცხალი სახით მივირთვა. ასევე ფეიხოასგან ზამთრისთვის მურაბის გაკეთებაც შეიძლება, თუმცა სჯობს მას შაქარი მოაყაროთ და ამგვარად შეინახოთ ქილებში. მოცემული გზით ხილს მეტი ვიტამინი შეენახება.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ფეიხოა
  • 1 კგ კივი
  • 1,5 კგ ფორთოხალი
  • 2 ც. ლიმონი
  • 2 კგ შაქარი

მომზადება

1.ყველა ხილი კარგად გარეცხეთ. ფეიხოებს მოაჭერით თავები და დაბოლოებები, შემდეგ დაჭერით.

2.კივი, ლიმონები და ფორთოხლებიც დაჭერით.

3.ხილი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და ადღვიბეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ შაქარი.  ყველაფერს კარგად მოურიეთ, ვიდრე შაქარი არ გალღვება.

4.მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში. ტკბილეული შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით !

რედაქციის რჩევა: როგორ მიირთმევენ ფეიხოას? იოდით და C ვიტამინით მდიდარი ხილით რომ დატკბეთ, ნაყოფი შუაზე უნდა გაჭრათ და კოვზით წვნიანი რბილობი ჭამოთ. ფეიხოას ნაჭრები შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, ჩაისა და კომპოტებში პიკანტური გემოს შესაძენად.თქვენ გიყვართ ფეიხოა? ჩვეულებრივ როგორ მიირთმევთ მას, ცოცხალი სახით თუ მურაბას ანიჭებთ უპირატესობას?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე