ყოფილ ქმარს 15 წლის წინ დავშორდი, ახლა კი მას ჩემთან დაბრუნება უნდა

38 views

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობაში უამრავ საზიზღრობას ჩაიდენენ, შემდეგ კი, სიბერეში, თავს აცოდენებ ახლობლებს.სწორედ ასეთ პიროვნებასთან გავატარე მთელი ცხოვრება. მე და ლევანი ჯერ კიდევ სტუდენტობაში შევუღლდით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ბავშვები შეგვეძინა. მალევე საკუთარი სპეციალობით დავიწყე მუშაობამე და ჩემი მეუღლე ნორმალურად ვცხოვრობდით, ვზრდიდით ბავშვებს. ისინი ჩემი სიამაყეა, შემიძლია ყოველთვის მქონდეს მათი იმედი, ვიცი, რომ ყოველთვის მოვლენ ჩემს დასახმარებლად. სამწუხაროდ, ლევანზე იგივეს თქმა არ შემიძლია. ის სხვა ქალებთან მღალატობდა, ამის შესახებ ვიცოდი, თუმცა შვილების გამო ვითმენდი.

შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა, მეზობლებივით დავიწყეთ ცხოვრება. მოგვიანებით, შვილები გაიზარდნენ, დაამთავრეს უნივერსიტეტები, დაოჯახდნენ. ამასობაში მე და ლევანი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებად ვიქეცით. სწორედ ამიტომ განვქორწინდით და საერთო ბინა გავყიდეთ.

თავისუფალი ქალი გავხდი, ჩემი ბიჭები ყოველთვის გვერდით მედგნენ და მეხმარებოდნენ. ასე გავიდა 15 წელი.

ამ დროის განამვლობაში ლევანი ერთხელაც არ დაინტერესდა იმით, თუ როგორ ვცხოვრობდი, მას ეს არ აღელვებდა.და, აი, ამდენი წლის შემდეგ ყოფილი ქმარი უეცრად მესტუმრა. ის არც ისე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ადრე თავს საკუთარი ცხოვრების ბატონად მიიჩნევდა და ყველას ზემოდან უყურებდა.

ერთმანეთს უხმოდ შევხედეთ, შემდგომ კი ბინაში შევიპატიჟე. თავიდან არც კი ვიცოდით, თუ რაზე უნდა გველაპარაკა. მალევე მან ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ჩემთან ცხოვრება სურდა.ძალიან გაოცებული დავრჩი. აღმოჩნდა, რომ ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები შექმნოდა, თავაშვებულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დაატყო. არც კი ვიცოდი, მისთვის რა მეპასუხა. მისი სურვილი ჩემთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.ახლა არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე.

რატომ უნდა ვღელავდე ყოფილ ქმარზე? სრულებითაც არ ვარ ვალდებული ! თუმცა რატომღაც მისი ბედი ძალიან მადარდებს..

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე