დედა ცდილობს დამითანხმოს, რომ ბებიას ვაპატიო. მან კი ძალიან გვაწყენინა და სახლიდანაც კი გამოგვყარა.

132 views

მე ქრისტინე ვარ. დედაჩემი ერთ წელზე მეტია ცდილობს დამითანხმოს, რომ ბებოს ვაპატიო და დავეხმარო, თუმცა ამის გაკეთებას არ ვაპირებ.

დღემდე არ დამვიწყებია, თუ როგორ გვატკინა მან გული. ვფიქრობ, მას დღემდე ვეზიზღებით, თუმცა მხოლოდ თავს იკატუნებს, რომ ასე არაა.საშინელი ბავშვობა მქონდა. დედაჩემი 18 წლის ასაკში გათხოვდა. მამაჩემის სანათესაომ ის მაშინვე შეიძულა, რადგან იგი ბავშვთა თავშესაფარში აღიზარდა. რასაკვირველია, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართაც.

დედას ქალაქში არ მისცეს ბინა, რადგან საბუთებით პატარა კოტეჯი ჰქონდა სოფელში, სადაც ერთ დროს მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მამას არ ჰქონდა მაღალი ანაზღაურება, ეს ფული საჭმელში ძლივს გვყოფნიდა. სამწუხაროდ, მასთან სასიამოვნო მოგონებები არ მაკავშირებს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ მამა ხშირად სვამდა. ბებია დედაჩემს ადანაშაულებდა თავისი შვილის გალოთებაში, ის კი ყველაფერს ითმენდა.როცა მამა ნასვამი იყო, დედა კარადაში მმალავდა, თვითონ კი ყველანაირად ცდილობდა დაემშვიდებინა. ის ცოლსა და დედაზე ხშირად აღმართავდა ხოლმე ხელს.მალევე მამაჩემი სამსახურიდან გამოაგდეს, რის შემდეგაც დედა მეორე ადგილას დასაქმდა. ის სახლში ყოველთვის დაღლილი ბრუნდებოდა, ხშირად მშიერი ვრჩებოდი, რადგან დეიდა და ბებო ჭამას მიკრძალავდნენ.

ასე გრძელდებოდა, ვიდრე 9 წელის არ შემისრულდა. შემდეგ მამაჩემი გარდაიცვალა, ბებიამ კი სახლიდან გამოგვყარა, მან ჩვენი ნივთები პირდაპირ ქუჩაში მოისროლა. დედა ცხარე ცრემლით ტიროდა, მე კი გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე უარესად არასოდეს ვიცხოვრებდით. თავიდან დედის კოლეგამ მიგვიღო, შემდეგ კი მას სამსახურმა საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი გამოუყო.თავი სამოთხეში გვეგონა. არავინ გვცემდა, შეურაცჰყოფას არ გვაყენებდა, კარადაში დამალვა არ გვიწევდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, ბებიასგან არაფერი ისმოდა.ახლა 27 წლის ვარ და მყავს მეუღლე, მეზრდება 2 წლის ბიჭი. დედასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მან დაქალისგან გაიგო, რომ ბებია ინვალიდი გახდა და მოვლა სჭირდება.

არ ვიცი, დედაჩემი მასთან რატომ წავიდა. მოგვიანებით მან დაიწყო ჩემი დარწმუნება იმაში, რომ ბებია შეიცვალა და ჩადენილს ნანობდა. დედამ საკუთარ სახლში დამპატიჟა იმ დროს, როცა მასთან ბებო იყო. შეხვედრამ საშინლად ჩაიარა. მისი დანახვა საერთოდ არ გამხარებია, იგი ცდილობდა ჩამხუტებოდა, თუმცა ამის უფლება არ მივეცი.

მასთან ფიზიკურად ერთ სივრცეში ყოფნა არ შემიძლია, შეხებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. შემდეგ დედას სერიოზულად დაველაპარაკე და ვეცადე ამეხსნა, რომ ბებიასნაირი ადამიანები არ იცვლებიან. აღმოჩნდა, რომ დეიდაჩემიც გალოთებულა და გარდაცვლილა.ბოლოს და ბოლოს, დედა შეძლოა ბებიასთვის ეპატიებინა დ ახლა უვლის. არ ვიცი, ძველი წყენის დავიწყება რანაირად მოახერხა. ბებო ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანია, მის მიმართ არ ვგრძნობ სიბრალულსა თუ თანაგრძნობას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე