ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, ამ დროს კი დედამთილი გვესტუმრა !

601 views

შეუღლების შემდეგ მე და ბესომ ახალი ბინის შეძენაზე დავიწყეთ ფიქრი. ორივეს გარკვეული დანაზოგი გვქონდა, თანხის ნაწილი მშობლებისგან ვისესხეთ. მალევე ერთ ოთახიანი ბინა ვიყიდეთ.

ჩვენს ახალ სახლში რემონტი იყო გასაკეთებელი, თუმცა ამის ფული ჯერ არ გვქონდა, უბრალოდ ახალი შპალერი გავაკარით. ერთ მშვენიერ დღეს დედმთილი გვესტუმრა.

მან შეამჩნია, რომ ფანჯარაზე საწოლის გადასაფარებელი გვქონდა ჩამოკიდებული, რადგან ფარდები არ გვქონდა. ის დაგვპირდა, რომ მათ გვიყიდდა, მე კი საჩუქარი მადლიერებით მივიღე.

ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ, თუმცა მშობლები არასოდეს მეხმარებიან. მამას უმცროსი და ჰყავს, რომელიც დაახლოებით მისი ტოლია. ბებო დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, თუმცა აღსასრულამდე მამას დაუბარა, რომ მუდამ მამიდას გვერდით ყოფილიყო და განსაცდელში მარტო არ დაეტოვებინა, ბინაც მას უანდერძა. ლიკა მამიდას რთული ცხოვრება აქვს, ის ქმარმა მიატოვა. დედაჩემი მას ყოველთვის აქებდა, ის კარგი მკერავია, უამრავი შეკვეთა აქვს ხოლმე.ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, მეუღლემ მკითხა, თუ რას ვისუვებდი საჩუქრად.

ამას წინათ ძალიან ლამაზი ფარდები შევარჩიე, ქმარი გაახარა ჩემმა სურვილმა. ის ოდნავ გრძელი აღმოჩნდა, დედამ მითხრა, რომ ლელა მამიდას არ გაუჭირდებოდა მისი დამოკლება. საღამოს მან დაგვირეკა და დახმარების სანაცვლო თანხა დაგვისახელა.

ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერდა, ნებისმიერი ატელიე ნაკლებს გამოგვართმევდა. კამათი აღარ დამიწყია და დავთანხმდი. მამიდა დაგვპირდა, რომ ორ დღეში ფარდები მზად იქნებოდა, თუმცა მოგვატყუა. რამდენიმე დღეში ისევ დაგვირეკა და ფულის დამატება მოგვთხოვა. თავიდან შევცბუნდი, თუმცა ისევ დავთანხმდი. ლელა მამიდა ყველაფერს ორი კვირა მოუნდა. მისმა საქციელმა ძალიან მატკინა გული.საღამოს დედამთილი გვესტუმრა და მითხრა, რომ ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა მზად. ეს აღმოჩნდა სამზარეულოს ფარდა.

მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი. ხდება ხოლმე, რომ ქმრის ნათესავები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრები…

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე