Home ჯანმრთელობა სხეულზე წითელი წერტილები გაქვთ? ეს ტუჟილინის სიმპტომია

სხეულზე წითელი წერტილები გაქვთ? ეს ტუჟილინის სიმპტომია

by თ თოქმაძე
2391 views

წითელი ფერის ლაქები მკერდის, ზურგის, მუცლისა და, იშვიათად, კისრის, ფეხებისა და ხელების მონაკვეთებში ტუჟილინის სიმპტომის სახელითაა ცნობილი.

თვალები ადამიანის სულის სარკედ ითვლება, ხოლო კანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ირეკლავს. ჩვენი კანის საფარველზე აისახება ნებისმიერი დარღვევა ორგანიზმის ფუნქციონირებაში და ეს ხდება ლაქების, მეჭეჭების, გამონაყარისა და წყლულების გამოსვლის გზით. თუმცა, ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტის გათვალისწინებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების გამოვლენა შეიძლება.

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს, ცნობილია წითელი ლაქები სხეულზე. სპეციალისტი-გასტროენტეროლოგები ამ ლაქების გაჩენას დაავადების გამწვავებას უკავშირებენ.

პანკრეატიტი და ტუჟილინის სიმპტომი

პანკრეატიტის დროს, ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ადგილას იყოს ლოკალიზებული:

  • როცა კუჭქვეშა ჯირკვლის კუდი ზიანდება, ტკივილის დიდი ნაწილი ემაგრება მარცხენა ნეკნქვეშა ადგილს, ჭიპიდან ოდნავ მარცხნივ;
  • როცა პანკრეასის სხეული ზიანდება, ტკივილი ეპიგასტრალურ მონაკვეთშია ლოკალიზებული, ასევე ოდნავ მარცხნივ;
  • ჯირკვლის თავის პათოლოგიის დროს, გვტკივა მარჯვენა შემაერთებელი ზოლები(შოფარის ზონა).

თუ მთელი ორგანოა დაზიანებული, ტკივილი წელის არეში ლოკალიზდება. ჭამიდან დაახლოებით 30 წუთში ჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც განსაკუთრებით მწვავდება, თუ საკვები შებოლილი, ცხარე ან ცხიმიანია. ზურგზე დაწოლისას ტკივილი ძლიერდება, ხოლო როგორც კი პაციენტი დაჯდება, მაშინვე ჩაცხრება. ტკივილი მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით მსუბუქდება.

თუმცა, პანკრეატიტი შეიძლება უმტკივნეულო ფორმითაც განვითარდეს და თავი მხოლოდ სხეულზე წითელი ლაქების გაჩენით გამოავლინოს.

ეს წითელი ლაქები სისხლძარღვების ანევრიზმებია, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის შედეგად ჩნდება, რამდენადაც ირღვევა იმ ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავება, რომლებიც კანის მდგომარეობაზე აგებს პასუხს.

ამ ლაქების მკურნალობის მეთოდი მკაცრად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და ამაში დაგეხმარებათ ექიმის მიერ აღებული ბიომასალა თქვენი სხეულიდან. სწორად შერჩეული თერაპიის შესრულებით, წითელი ლაქების რაოდენობაც და დისკომფორტიც საგრძნობლად შემცირდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე