ჩაატარეთ ეს ძლიერი რიტუალი სავსე მთვარისას და ნებისმიერი სურვილი აგიხდებათ

149 views

ღამე, როცა ცაზე თავს იწონებდა სავსე მთვარე, ყველა ეპოქაში ადამიანებისთვის გამორჩეული იყო. 2021 წლის 20 ოქტომბრეს სავსე მთვარე თავის პიკს აღწევს, შედეგად მისი ენერგია კი განსაკუთრებით ძლიერდება. ამ დროს უნდა ჩაიფიქროთ სურვილები, რომლებიც უშუალოდ თქვენ გეხებათ.

რიტუალები, რომლებიც ტარდება სავსე მთვარის დროს

მთვარის ენერგია განსაკუთრებით ძლიერი 19-დან 24 ოქტომბრამდეა. სწორედ ამ შუალედშია საჭირო რიტუალის ჩატარება. სასურველია შეარჩიოთ ღამე, როცა ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არ შეინიშნება. რაც უფრო მკვეთრად ჩანს ციური სხეული, მით მეტია სურვილის ახდენის შანსი.

რიტუალის ჩასატარებლად აუცილებელი პირობა- მარტოობაა. დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები: სანთელი, მინის ან კერამიკის ჭიქა, მარილი და ქაღალდის ფურცელი.

1.ფურცელზე დაწვრილებით დაწერეთ საკუთარი სურვილი. ის არ უნდა შეიცავდეს ბოროტ განზრახვას და გეხებოდეთ მხოლოდ თქვენ. ბოლოს მიაწერეთ უმიშვნელოვანესი სიტყვები: ” მადლობა სურვილი ახდენისთვის”.

2.ქაღალდზე დადგით წყლიანი ჭიქა.

3.ჭურჭლის გარშემო მოაყარეთ მარილი ისე, რომ წრე შეიკრას.

4.დაანთეთ სანთელი წრესთან და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები სამჯერ:

” მთვარევ, ამიხდინე სურვილი. ამ საიდუმლოს არავის გავანდობ, საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც დავუმალავ. გმადლობ იმედის შთანერგვისთვის !”

5. შემდეგ ჩააქრეთ სანთელი, წადით დასაძინებლად და არავის დაელაპარაკოთ. დილით ჭიქიდან დალიეთ წყალი, ფურცელი კი იმავე სანთელზე დაწვით, მისი ფერფლი ქარს გაატანეთ.

გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია რიტუალის ჩატარების დროს გქონდეთ სწორი შემართება და იფიქროთ მხოლოდ თქვენს მისწრაფებაზე. სასურველია, ფიქრებში საკუთარი ოცნება აიხდინოთ, არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამომხატველი სიტყვები.

სხვათაშორის, სწორედ ამ სავსე მთვარის დროს დედამიწის თანამგზავრი გაივლის ვერძის თანავასკვლავედში. მზად იყავით იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შესაძლოა აღმოცენდეს უამრავი გაუგებრობა და საკამათო სიტუაცია. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

ამ პერიოდში ემოციების კონტროლი გმართებთ. არაა საჭირო მათი საკუთარ თავში გამომწყვდევა, ისინი მაქსიმალურად რბილად უნდა გამოხატოთ. თუ მრისხანება და ბოროტება გავსებთ, სჯობს ისინი დღიურში გადაიტანოთ.

სავსე მთვარის პერიოდში ხელახლა გაიაზრეთ საკუთარი ხედვები სამყაროზე, პრიორიტეტები და ფასეულობები. გადაწყვეტილებების მიღების დროს იხელმძღვანელეთ არა ინტუიციით, არამედ ლოგიკით. სხვადასხვა რისკებს სჯობს ერიდოთ.

მოგზაურობები და მსხვილი ხარჯები მთვარის შემდგომი ციკლისთვის გადადეთ. ვერძის ბატონობის პერიოდში ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ სტაბილურობაზე.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე