დედამთილმა საოცარი ქუდი მაჩუქა, თუმცა სტილისტმა ის მოდურ ჩავარდნად მიიჩნია

143 views

სიცივეების დადგომასთან ერთად სულ უფრო რთულია მოდურად გამოიყურებოდე.  ამ პერიოდში კარადებიდან გამოგვაქვს თბილი ქურთუკები, ყელიანი ფეხსაცმელები, შარფები, ქუდები. ჩამოთვლილი ნივთების ჰარმონიულად შეხამება მარტივი ამოცანა როდია. პირველხარისხოვანი დანიშნულება მაინც პრაქტიკულობას ენიჭება. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ,  რომელი ქალის ქუდებია მოდური 2021-2022 წლის შემოდგომასა და ზამთარში.

რომელი ქუდებია ახლა მოდაში?

ქალები ხშირად არ იხურავენ ქუდებს და თავს იმით იმართლებენ, რომ ისინი არ უხდებათ. უბრალოდ საჭიროა თავსაბურავის სწორად შერჩევა. არაა აუცილებელი უარი თქვათ კომფორტზე სასტიკ ყინვაში.

ფეტრის ქუდები – ვიდრე ჯერ კიდევ არ ყინავს, ქალებს შეუძლიათ ატარონ ფეტრის ქუდები. ასეთი თავსაბურავი მანდილოსნის იერსახეში საინტერესო სტილისტიკურ აქცენტებს შეიტანს. ის ვერ დაგიცავთ ქარისა და ყინვისაგან, თუმცა შემოდგომის ჩვეული დღეებისთვის იგი ზედგამოჭრილია.

კეპები – შემოდგომის კიდევ ერთი ტრენდი- კეპებია, რომელთაც ასევე კარტუზებს ან ბრეტონულ კეპებს უწოდებენ. ეს თავსაბურავი სამხედრო უნიფორმას გვაგონებს.

მრგვალი ქუდი – ყინვიან ამინდში სიცივისგან უნდა დაიცვათ ყურებიც. ამაში დაგეხმარებათ ქუდი  “ბინი”.

ჩათბილული პანამები – ზამთრის პანამა- უცნაურად ჟღერს, თუმცა ვიზუალურად საკმაოდ მომხიბვლელია. ცივი პერიოდებისთვის განკუთვნილი ამ თავსაბურავის ვარიანტები სქელი მატერიებისგან მზადდება. ესენია: გაბარდინი, ტყავი, ბეწვი, ტვიდი.

რომელი ქუდები არაა მოდაში ? – ახლა გაჩვენებთ ქუდებს, რომლებიც დიდ ხანია გავიდა მოდიდან.

სტრაზებიანი ქუდები – გინდათ საუცხოოდ გამოიყურებოდეთ? მაშინ სტრაზებიანი თავსაბურავი არაა საუკეთესო ვარიანტი. ასეთი ქუდები უფრო პოპ-ვასკვლავების სცენურ კოსტუმებს გვაგონებს, ვიდრე პრაქტიკულ აქსესუარს.

ყურებიანი ქუდები – ეს თავსაბურავი სასიამოვნოდ გამოიყურება მხოლოდ ბავშვებზე, ზრდასრულ ქალს იგი არ ახალგაზრდავებს, არამედ სულელურ იერს აძლევს.

ქედები მოქსოვილი ბეწვისგან – გაურკვეველია, ვის მოუვიდა აზრად ამგვარი ” გაურკვევლობის ” ტარება. ასეთი ქუდები არაპრაქტიკული და არაეთიკურია. ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არა- ქვის ხანაში.

პომპონიანი ქუდები – კიდევ ერთი აქსესუარი, რომელიც უხდება ბავშვებს და ახალგაზრდა გოგონებს, თუმცა არავითარ შემთხვევაში- ზრდასრულ ქალს.

ბეწვის უშანკები – ასეთი ქუდი აუთენტურად გამოიყურება მხოლოდ ცივი ტუნდრის პირობებში. თანამედროვე ქალაქის იერსახეს მსგავსი თავსაბურავები სრულებით არ ეხამება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე