53 წლის ვარ, თანატოლების ფოტოები სოციალურ ქსელებში ჩემში აღტაცებას არ იწვევს, მინდა მივცე ქალებს რამდენიმე რჩევა

183 views

როგორც წესი, მამაკაცებს არ ესმით ის ფაქტი, რომ ქალები ფოტოებს იღებენ, იკეთებენ კოსმეტიკას, ლამაზად იცვამენ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის. არა იმისათვის, რომ დაქალებში შურის გრძნობა აღძრან, არამედ ინდივიდუალური თვითშეფასების ასამაღლებლად.

ხშირად გაიგონებთ 50 წლის ქალების თვითკრიტიკულ რეპლიკებს. ისინი ცდებიან, ნებისმიერი ქალი კადრში საოცრად მომხიბვლელი გამოვა. მთავარია საბაზისო წესების დაცვა და ბუნებრიობა.

ქალები იღებენ ფოტოსესიებს

მაკიაჟის შერჩევა

დაიტენიანეთ კანი და წაისვით ტონალური კრემი. ქალებს ეს მარტივი პროცედურა ზოგჯერ ავიწყდებათ. ტონალური სქლად არ დაიტანოთ, ამ შემთხვევაში იგი ნაოჭების დაფარვის ნაცვლად, მათ კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩენს.

ასაკთან ერთად, ქალბატონები სულ უფრო იშვიათად იყენებენ ფერუმარილს. როგორც ჩანს, მათ არ უნდათ ჰგავდნენ სოფლის ლამაზმანებს, რომელთაც ლოყები ჭარხლის წვენით აქვთ დასვრილი. ეს ხომ 100 წლის წინ იყო, მას შემდეგ კოსმეტიკური საშუალებები წარმოუდგენლად დაიხვეწა.

უნდა ითქვას, რომ 40 წლის მერე ქალები ნაკლებად ისვამენს კაშკაშა ფერის პომადებს. ეს დიდი შეცდომაა. მუქი ფერის პომადა ხშირ შემთხვევაში უფრო აბერებს მანდილოსანს. ის უფრო მუქკანიან ქალბატონებს უხდება. ასაკთან ერთად სახეზე ჩნდება ნაკეცები, ნიკაპის ქვემოთ. ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დამსახურებაა. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუმცა ამბობენ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლია სწორ ვარჯიშებსა და ჯანსაღი საკვების მიღებას.

ასევე კანი ნაკლებად მკვრივი ხდება. სწორედ ამიტომ ეცადეთ ფოტოები გადაიღოთ დინამიკაში, თუმცა ამ დროს ზუსტი კადრის დაჭერა ძნელია. ეს მოდელებსა თუ სპორტსმენებსაც კი რთულად გამოსდით. ჩვეულებრივმა ქალებმა სჯობს მსუბუქი, სტატიკური მოძრაობები გააკეთონ, დანარჩენი კი ფოტოგრაფსა და მის აპარატს მიანდონ.

გირჩევთ, რომ ნახევარ პროფილზე იპოზიოროთ, ამ დროს ყვრიმალებსა და ლოყებზე კანი იჭიმება და შესანიშნავი კადრები გამოდის. ზემოდან გადაღება კი ნებისმიერ ქალს ნამდვილ ლამაზმანად აქცევს.

საკუთარ სხეულთან დამოკიდებულება

მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ- ეს მნიშვნელოვანი ასპექტია არა მხოლოდ ფოტოსესიაში, არამედ ცხოვრებაშიც. არ უნდა გეშინოდეთ იმის აღიარება, რომ, ვთქვათ, ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ. ეს ნორმალურია, ჩვენ არ ვართ იდეალურები. სავსე ქალებს ოვერსაიზი მოუხდებათ. დიდი ზომის ტანსაცმელი დიდი ხანია მოდის ზენიტია. მასში ადამიანი არ გრძნობს თავს ფოტოგრაფის ხელისგულზე, პირიქით, იქმნება სივრეც პოზირებისთვის.

გახსოვდეთ: არაა საჭირო საკუთარი ნაკლოვანებების დამალვა აქსესუარების დახმარებით. ხშირად, როცა ფოტოსესიაზეა ქალი, რომელსაც არ მოსწონს საკუთარი მუცელი, ის ყველა შესაძლო რეკვიზიტით ცდილობს მის დამალვას. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

ეს საბაზისო რჩევები გამოადგება ქალების უმეტეს ნაწილს. ნორმალური ფოტოგრაფი ჩვეულებრივ ხსნის, თუ სად უნდა დადგეს ადამიანი,  ურჩევს ხოლმე შესაფერის განათებას. თუ ჩვენს დარიგებებს გაითვალისწინებთ, ძველი მობილურით გადაღებული სამოყვარულო კადრებიც კი აღტაცებაში მოგიყვანთ. წარმატებულ ფოტოსესიას გისურვებთ!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე