კოლეგა ჩინეთიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა, გახდა მომღიმარი, თავს შესანიშნავად გრძნობს, რადგან გადმოიღო მათი კვების ჩვევები

72 views

აზიურ ქვეყნებში დამკვიდრებული ცხოვრების წესი მკვეთრად განსხვავდება ჩვენისგან. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას ჭამენ ჩინელები. აზიელების კვების ჩვევები აღძრავს განსაკუთრებულ ინტერესს, რადგან მათი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ნამდვილად შესაშურია. რაში მდგომარეობს მათი წარმატების საიდუმლო?

რას ჭამენ ჩინელები?

სტანდარტული ჩინური კერძების ინგრედიენტები საკმაოდ მარტივია: ბრინჯი, თევზი, ტოფუ, ატრია, ქათმის ხორცი და ბოსტნეული. ბრინჯი ჩინელისთვის იგივეა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის- პური. არცაა გასაკვირი, რომ ჩინეთი მისი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

უმრავლეს შემთხვევაში ჩინელები ბრინჯს წყალში ხარშავენ ან ორთქლზე ამზადებენ, ვიდრე მარცვლები არ შეიწოვს საკმარისი რაოდენობით სითხეს. ამის შემდეგ ბევრი მას ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად ბრაწავს.

პროდუქტებს შორის პოპულარულობით მეორე ადგილზეა, რა თქმა უნდა, ატრია. ისინი ამ კერძს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამზადებდნენ. ჩინეთში ატრიას პატარა ნაჭრებად ანაკუწებენ. ეს იმიტომ, რომ გრძელი ატრია დღეგრძელობის სიმბოლოა. მას ამზადებენ ბრინჯის ფქვილის, სახამებლისა და წყლისგან. ჩინეთში ატრიას მიირთმევენ როგორც ცივად, ისე ცხლად.

ჩინელების ახალგაზრდობის ნამდვილი საიდუმლო ბოსტნეულში იმალება. ბევრი სპეციალისტი ახლახანს მივიდა იმ დასკვნამდე: თუ თქვენი თითოეული ულუფა 50%-ით ბოსტნეულისგან შედგება, მაშინ  ალვის ხესავით ტანწერწეტა იქნებით. ჩინელები კი ამ წესს საუკუნეებია იცავენ!

სხვათა შორის, ისინი ბოსტნეულს უმად არასოდეს მიირთმევენ. უხშირესად ჩინელები მათ თუშავენ, ხარშავენ და ძირითად კერძს უმატებენ. მათი საყვარელი ბოსტნეულია: კომბოსტო, სტაფილო, ბარდა, ხახვი და ბროკოლი.

ჩინელები გიჟდებიან კვეცხზე და მისი მომზადების ათასობით მეთოდი იციან. კვერცხთანაა დაკავშირებული მათი მრავალი ლეგენდა. იგივე ეხება თევზსაც. ჩინელებისთვის თევზე- სიმდიდრის სიმბოლოა. ის თითოეულ სადღესასწაულო სუფრას უნდა ამშვენებდეს, ყველას, ვინც მას გასინჯავს, იღბალი გაუღიმებს.

რძის პროდუქტები ჩინეთში იშვიათობაა. ძირითადად ადგილობრივები ტოფუს მიირთმევენ. ეს სოიოს ბაზაზე დამზადებული ყველია. ის თითქმის უგემური და უსუნოა, თუმცა კარგად შეიწოვს სხვა პროდუქტების სურნელებს, რის გამოც მას ხშირად ამარინადებენ ან სანელებლებს უმატებენ.

როგორც ხედავთ, ჩინეთში არსებული პროდუქტები ჩვენგან დიდად არ განსხვავდება. საქმე მომზადების მეთოდსა და კერძში პროდუქტების ბალანსშია.

ჩინეთში საჭმელს მარილს არ აყრიან. დაშვებულია, რომ კერძი იყოს ტკბილი ან ცხარე. ჩვეულებრივ, მარილის ნაცვლად იყენებენ სანელებლების ნაკრებს ან სოიოს სოუსს. ჩინეთში განსაკუთრებით უყვართ სეზამის ზეთი, ცხარე წიწაკა და ჯინჯერი. დიასახლისები ცდილობენ შაქარიც მინიმალური დოზებით გამოიყენონ, მას სეზამის მარცვლებითაც კი ანაცვლებენ ხოლმე.

რედაქციისგან

თუ ყველაფერი გაანალიზეთ, მაშინ ჩამოგიყალიბდებათ საინტერესო დასკვნა. ჩინელების დღეგრძელობის საიდუმლო შაქრის, მარილის, რძის როდუქტების არ არსებობაშია. სასარგებლო ნახშირწყლებს ისინი იღებენ ბრინჯისა და ატრიასგან, ცხიმებს- თევზისა და კვერცხისგან.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე