ბრძენკაცთან, ჯალალადინ რუმთან, მივიდა შეშფოთებული დედა და სთხოვა, რომ მისი შვილი დაერწმუნებინა იმაში, რომ ტკბილეულზე უარი ეთქვა. სწავლულმა მოულოდნელი პასუხი გასცა!

313 views

ცნობილი ბრძენი და პოეტი, სუფიზმის მიმდევარი ჯალალადინ რუმი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა. ცენტრალური და სამხრეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა მის დარიგებებს მიჰყვებოდა და სულიერ მემვკიდრეობას ითვისებდა. რუმმა შეუცვლელი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ იმდროინდელი ლიტერატურის, არამედი კულტურის განვითარებაშიც.

ამ ბრძენკაცის სახელი ფიგურირებს ბევრ იგავ-არაკში თუ დასამოძღვრ ისტორიაში.

ჯალალადინ რუმი: არაკი შაქარზე

“ცნობილ სუფისტ ბრძენთან და პოეტთან, ჯალალადინ რუმთან, მივიდა დედა-შვილი. ქალმა უთხრა:” ჩემი ვაჟი ძალიან ბევრ შაქარს ჭამს. გთხოვთ, მირჩიეთ, რა ვქნა, რათა ამ მავნე ჩვევა მოვაშლევინო. ის ძალიან გაფასებთ და თქვენს სიტყვებს აუცილებლად გაითვალისწინებს”.

ჯალალადინი დააკვირდა ბავშვს და დედამისს მიუგო:” გთხოვთ, სამ კვირაში მობრძანდით”. ქალი გააკვირვა ბრძენკაცის ნათქვამმა, თუმცა მისი დარიგებისამებს მოიქცა.

რუმმა ისინი კიდევ სამი კვირის შემდეგ დაიბარა. ქალი საგონებელში იყო ჩავარდნილი, დათქმული დროის შემდეგ იგი ისევ შვილთან ერთად  დაბრუნდა. მაშინ ჯალალადინმა ბავშვს უთხრა:” შვილო, ყური მიგდე, ბევრ შაქარს ნუ ჭამ, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.”.

ბიჭმა მიუგო:”მასწავლებელო, თქვენი დარიგებისამებრ მოვიქცევი”. ბიჭუნას დედა გაოცებული იყო, მან რუმს ჰკითხრა,თუ რატომ არ უთხრა მან ბავშვს იგივე პირველი შეხვედრისას.

ბრძენკაცმა უპასუხა:” საქმე იმაშია, რომ მეც ძალიან მიყვარს ტკბილეული. შენი შვილისთვის რჩევის მიცემამდე, თავად უნდა დამეძლია ეს სისუსტე.” ნამდვილი ოსტატის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ იგი არასოდეს დამოძღვრავს სხვას იმაში, რაც თავად არ გამოუცდია. სწავლულის სიტყვები ყოველთვის კავშირშია მის ცხოვრებასთან.

რაშია იგავის საიდუმლო? 

ჩან-ბუდიზმის ანდაზა ამბობს:” როცა კეთილი ადამიანი ცრუ სწავლებას ქადაგებს, ის ჭეშმარიტი ხდება. როცა უგუნური კაცი მოძღვრავს ხალხს ნამდვილი დარიგებით, ის ყალბდება”.

ადამიანები, რომლებიც სხვების თვალებში ავტორიტეტით სარგებლობენ, უნდა იაზრებდნენ, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან. ზოგჯერ სწორედ მათზეა დამოკიდებული სხვების ცხოვრება. ჯალალადინ რუმი- ნამდვილი მოძღვრის ნიმუშია. პირველ რიგში, ის გულწრფელია საკუთარ თავთან და არასოდეს წავა პირადი პრინციპების წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ რუმის მივემსგავსოთ, სინდისის კარნახით უნდა ვიცხოვროთ და პირად ქმედებებზე პასუხისმგებლები ვიყოთ. სხვებს გავუზიაროთ მხოლოდ ის, რაც საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი.

ჩვენს დროში ყველაფერი სოციალური ქსელებით იმართება. ხშირად სწორედ ბლოგერები ხდებიან ხოლმე საზოგადოების ლიდერები. ისინი რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევენ თავიანთ მიმდევრებს. როგორ მოიქცეოდით თქვენ სუფისტი ბრძენის ადგილზე?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე