ქმარმა დედამისს მოუთხრო, რომ ფსიქიატრთან ვმკურნალობდი და დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდი წამლებს.

379 views

გუშინ საღამოს, როცა ჭურჭელს ვრეცხავდი, დედამთილმა მოულოდნელად დამიწყო გამოკითხვა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და ვიღებდი თუ არა მედიკამენტებს. ვუპასუხე, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო.

სინამდვილეში ძალინ გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან არ მინდოდა, რომ ამის შესახებ ვინმეს სცოდნოდა. ქმარი დამპირდა, რომ ჩემს საიდუმლოს არ გათქვამდა. იგი კი ყველაფერს დედამისს მოუყვა და ამით მიღალატა. საქმე იმაშია, რომ დეპრესიაში ვიყავი.

მე და ვიტალი უკვე 5 წელია, რაც შეუღლებულები ვართ, შარშან შვილი შეგვეძინა. სამწუხაროდ, სამი წარუმატებელი ორსულობა მქონდა, ბავშვის შენარჩუნებას ვერა და ვერ ვახერხებდი. ამასთან, რაიმე ინფექციური დაავადებაც არ მაწუხებდა. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, შემდეგ მოულოდნელად სისხდენა მეწყებოდა და ბავშვს ვკარგავდი. ერთი პერიოდი დაკარგული მქონდა იმედი, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. შემდეგ მეოთხედ დავორსულდი.

ექიმების რეკომენდაციებს დეტალურად ვითვალისწინებდი, ზედმეტად წელში მოხრას ან დაჯდომასაც კი ვერიდებოდი. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, როცა ჯანმრთელი პატარა შემეძინა.

ერთი შეხედვით, ჩვილის დაბადების შემდეგ ყველაფერი უნდა დალაგებულიყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა შემდეგ კიდევ უარესი მოხდა. საქმე იმაშია, რომ დედობისთვის ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დამეწყო. არ ვიცოდი, ბავშვისთვის როგორ მომევლო.

დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი ფსიქოლოგთან, თუმცა შედეგი არ მქონდა. შემდეგ კი დასახმარებლად ფსიქიატრს მივმართე. მან მედიკამენტები დამინიშნა. მეც დავიწყე აბების მიღება და დავმშვიდდი, მკურნალობამ მიშველა, ცხოვრება დალაგდა.

ამას წინათ მე და ვიტალიმ ვიჩხუბეთ. ის მეგობრებთან ერთად ახალი წლის აღსანიშნავად წავიდა, თან დამპირდა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა. მე სიცხემ ამიწია, ქმარს დავურეკე და მალე მოსვლა ვთხოვე. მან ცრუ დაპირება მომცა, შემდეგ ტელეფონიც კი გამორთო და სახლში მხოლოდ დილით დაბრუნდა.

საშინელი სკანდალი მოვუწყვე. ის ჩემზე გაბრაზდა და დედასთან საუბრისას წამოსცდა, რომ ერთ დროს ფსიქიატრთან ვმკურნალობდი. ძალიან მეწყინა, ვფიქრობ, რომ ვიტალიმ მიღალატა.

აღარც კი ვიცი, ამის შემდეგ ერთად როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას. მის მიმართ ნდობა დავკარგე…

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე