რატომ არ უნდა მიიტანოთ სახლში ვარდები (არც ცოცხალი და არც ხელოვნური), თუმცა აუცილებლად იშოვოთ წითელი ძაფების გორგალი.

487 views

იღბლის ნებისმიერ სიმბოლოს შეუძლია ოჯახში შეიტანოს დადებითი ატმოსფერო, ჰარმონია და წესრიგი. მოდით, ერთად გავარკვიოთ, თუ რომელი ნივთები აავსებს საცხოვრებელს სიკეთის ენერგიით და ასევე, რისი გადაყრა სჯობს.

იღბლის სიმბოლო

სახლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თილისმა შეიძლება გახდეს ჩვეულებრივი ლურსმანი. შეარჩიეთ დიდი და სწორი ლურსმანი და შესასვლელ კართან მიაჭედეთ. ამ გზით შეძლებთ ოჯახის დაცვას მოშურნეებისა და არაკეთილისმოსურნეებისგან. ლურსმანი არ გაატარებს უარყოფით ენერგიას, უსიამოვნებები გვერდს აგივლით.

სასარგებლო თილისმები

ოჯახის დაცვისთვის შესანიშნავი ვარიანტია წითელი ძაფების გორგალი ან ყვითელი ფერის მონეტები. ღია-წითელი ფერი- პრინციპული მომენტია. არ შეარჩიოთ ალუბლისფერი ან ვარდისფერი ტონალობები. ყვითელი მონეტები ოჯახს ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ისინი ერთმანეთთან განვალაგოთ სავსემთვარეობისას ისეთ ადგილზე, სადაც მათ პირდაპირ ეცემა მთვარის შუქი. შემდეგ ისინი პატარა ტომარში ჩაყარეთ და შემოახვიეთ წითელი ძაფი. მონეტები შეინახეთ ზარდახშაში.

ნათელ ენერგეტიკას იზიდავს სარკეც. მთავარია, ის სწორად განათავსოთ ოთახში. სასურველია, რომ მასში ირეკლებოდეს ლამაზი ხედი.

ცუდი ენერგეტიკისგან ოჯახს დაიცავს მარტივი პროდუქტებიც. მაგალითად, თაფლი, ცოცხალი ხილი და წყალი. თაფლი ჯანმრთელობასთან ერთად მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. როგორც კი ამ ტკბილეულს შეიძენთ, აუცილებლად გაასინჯეთ ის ოჯახის წევრებსაც.

ცოცხალი ხილი და ყვავილები- იღბლის სიმბოლოა. ხილს შორის აუცილებლად უნდა ერიოს ციტრუსებიც, რომლებიც სილამაზესთან ერთად ცინცხალ არომატსაც გაჩუქებთ.

არ შეიძლება, რომ არ ვახსენოთ იღბლის ჭეშმარიტი სიმბოლო, რომელსაც სიკეთე მოჰქონდა ჩვენი წინაპრებისთვისაც. საუბარია ნალზე, რომელიც უხშირესად შესასვლელ კარზე მაგრდება. თუ მის ბოლოებს ზემოთ მიმართავთ, თილისმა ოჯახში მოიზიდავს იღბალს, ხოლო თუ ქვემოთ- დაიცავს სახლს პრობლემების, განსაცდელებისა და ცუდი ადამიანებისგან.

თქვენ რომელ სიმბოლოს იყენებთ? გწამთ თუ არა მათი სასწაულმოქმედი ძალის? გაგვიზიარეთ პირადი მოსაზრებები კომენტარებში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე