დაამტკიცეთ, რომ გონებაში მეხუთე კლასელზე უარესად არ ითვლით!

37 views

როგორ ვისწავოთ გონებაში სწაფად დათვლა და რისთვის გვჭირდება ეს საერთოდ? კითხვის მეორე ნაწილზე პასუხი უმარტივესია, თანამედროვე ადამიანს ხომ ყოველ ნაბიჯზე უწევს ციფრებთან ურთიერთობა. მაღაზიაში ვადარებთ ერთმანეთს პროდუქტების ფასებს, გამოვთვლით ხოლმე ფასდაკლებებს და ვაჯამებთ ბონუსებს.

ჩვენ ვწონით, უსაფრთხოა თუ არა ლიფტით 7 ადამიანის ერთდროულად გადაადგილება, როცა მისი ტვირთამწეობა 400 კგ-ია. დიდი უპირატესობაა, როცა პიროვნება არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისთვის კალკულატორს არ იყენებს. როგორ ვისწავლოთ გონებაში გამოთვლა?

როგორ ვისწავლოთ გონებაში სწრაფად დათვლა

აუცილებელია ტვინის ვარჯიში იმისათვის, რათა სწრაფად შევძლოთ ციფრებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს, რომლებიც გონებაში უნდა გამოთვალოთ. ვიმედოვნებთ, რომ მათ მარტივად გაართმევთ თავს.

1.1000-ს დაუმატეთ 40, შემდეგ კიდევ 1000. ამის შემდეგ მიუუმატეთ 30, 1000, 20, 1000 და ბოლოს 10. ახლა დაასახელეთ მიღებული რიცხვი. პასუხები შეგიძლიათ შეამოწმოთ სტატიის მეორე ნაწილში.

2.გთავაზობთ ხილთან დაკავშირებულ ამოცანას. მისი გონებაში ამოხსნა ფურცლისა და კალმის გამოყენების გარეშეც კი შესაძლოა გაგირთულდეთ. შეეცადეთ გაარკვიოთ, რომელიც ხილი რა რიცხვს აღნიშნავს, რათა საბოლოო მაგალთი ამოხსნათ.

3.ბოლოსთვის მოვიტოვეთ ყველაზე რთული მაგალითი. გამოთვალეთ, თუ რომელი რიცხვები იმალება პინგვინის, რვაფეხას და კუს გამოსახულებების უკან, რათა კითხვის ნიშნის ადგილას სწორი პასუხი ჩაწეროთ.

მინიშნებები და პასუხები

1.მოცემული დავალება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი ნახვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ადამიანები გასხვავებულ პასუხებს იღებენ ხოლმე: 5100, 3100 და 4100 ფიგურირებს ძირითად. თუ ყველაფერს ზუსტად გამოთვლით, მაშინ უნდა მიიღოთ 4100.

2.თუ ორი ბანანი 30-ის ტოლია, მაშინ ერთი მათგანი 15-ს უდრის. აქედან გამომდინარე, მარტივად დავადგენთ, რომ ორი კენკრა 10-ის ტოლია, ერთი კი- 5-ის. ვაშლის უკან ციფრი 4 იმალება. საბოლოო მაგალითს ექნება შემდეგი სახე: 15+5+4=24.

3.თავიდანვე ვხვდებით, რომ პინგვინის უკან  6-იანია დაფარული. ბოლო მაგალითში იგი 8-ის აღმნიშვნელია, რადგან დამატებით ორი მუქი წერტილი აქვს მიხატული. მესამე მაგალითიდან აღმოვაჩენთ, რომ კუ 10-ს უდრის, რვაფეხა კი- 2-ს. საბოლოო ტოლობა ასე ჩაიწერება: 8*2-10=6.

არ დაგავიწყდეთ  მიღებული პასუხების კომენტარებში დაწერა. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი შედეგიც.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე