ქმარმა დათვალა, თუ რა ოდენობის თანხა დაგვჭირდებოდა დასასვენებლად წასვლისას, ხარჯები შუაზე გავყავით, თუმცა, როცა მე ვეღარ შევძელი ფულის გადახდა, იგი უჩემოდ გამეგზავრა!

65 views

წლობით შეიძლება იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შევადგინოთ სწორად ოჯახური ბიუჯეტი. ახლად შეუღლებულ მეუღლეებს ყოველთვის არ გამოსდით ამ პროცესის თავიდანვე მოწესრიგება. არცაა გასაკვირი, რომ ამის ნიადაგზე ახლაგაზრდა ოჯახებში ხშირად ხდება განხეთქილება. დაახლოებით მსგავსი რამ გადახდა თავს ეკასა და მის ქმარს. რა მოხდა და რასთან მიიყვანა ცოლ-ქმარი კამათმა, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.

როგორ შევადგინოთ სწორად ოჯახური ბიუჯეტი

“ცოტა ხნის წინ გავთხოვდი და ჩემი ცხოვრება თანდათან ემსგავსებოდა კოშმარს. დაქორწინების შემდეგ მე და ჩემი ქმარი დედასთან გადავედით ერთ ოთახიანში. მან მაშინვე გაგვაფრთხილა, რომ იქ მხოლოდ ჩემი დის სრულწლოვანობამდე შეგვეძლო ცხოვრება. როცა ვიკა 18 წლის გახდება, დედას ბინის გაყიდვა და ჩვენთვის ფულის განაწილება უნდა. მე და გრიგოლს წინ გველოდა 6 წელი, რა დროშიც საკუთარი საცხოვრებლის შესაძენი თანხა უნდა დაგვეგროვებინა.

სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს მაშინებდა კიდეც ეს პერსპექტივა. ვერც კი წარმომედგინა, ჩემი მცირე ხელფასის პირობებში ბინის საყიდელი ფული როგორ უნდა დამეგროვებინა. ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა. შეუღლებიდან მალევე მეუღლემ გამომიცხადა, რომ სერიოზულად უნდა დაგველაპარაკა.

ის დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორ შეედგინა სწორად ოჯახური ბიუჯეტი და გადაწყვიტა, რომ საერთო ხაზინაში თანაბრად უნდა შეგვეტანა ფული. საერთო ჯამში, შესატანი ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი გამოვიდა. გავიდა რამდენიმე წელი. ამ დროის განმავლობაშ მე და გრიგოლმა ვერ მოვახერხეთ დასასვენებლად წასვლა. ერთხელაც მეუღლემ გამომიცხადა: “დავთვალე, თუ რა ოდენობის თანხა დაგვჭირდება შვებულებისთვის. თანაბრად ვიხდით. ჩემს წილს ახლავე შემოვიტან, ბილეთები უკვე დავჯავშნე. შენ აიღე ხელფასი? მოფრინავ?”

განა ასე მოქცევა შეიძლება? გრიგოლს ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ იყიდა ბილეთი და ფაქტის წინაშე დამაყენა. შემექმნა წარმოდგენა, რომ იგი არც კი გეგმავდა ჩემთან ერთად გაფრენას. შედეგად, იგი ჩემს გარეშე გაუმგზავრა დასასვენებლად.

როცა ეს დედამ შეიტყო, იგი შოკში ჩავარდა: “არ მესმის, თქვენ საერთოდ ერთი ოჯახი ხართ?” ეს არაა ისტორიის დასასრული. რამდენიმე თვეში ჩემმა მშობელმა სამსახური დაკარგა. შემოსავლის ახალი წყაროს პოვნა მას ძალიან უჭირდა. დედამ დახმარება მე მთხოვა, მისთვის ზურგის შექცევა არ შემეძლოა, ამიტომ ქმარს ვუთხარი, რომ დროებით ვერ შევიტანდი თანხას საერთო ხაზინაში. გულისხმიერების ნაცვლად მისგან პასუხად პრეტენზიები და ბრალდებები მივიღე. გრიგოლმა გამომიცხადა, რომ არ ვიყავი ვალდებული, მშობელი მერჩინა. მან მომთხოვა, რომ ახალი სამსახური მეპოვა, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ნივთები შევაგროვე და დედასთან წავედი. მისი სიტყვით, თავადვე უნდა გადამეწყვიტა, ვაპირებდი თუ არა ასეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრებას.

მომდევნო დღეს კარზე კაკუნი გაისმა. ეს ჩემი ქმარი იყო. მან პატიება მთხოვა, მითხრა, რომ უბრალოდ უნდოდა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი. არ ვიცი, ავიტან თუ არა ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მუდმივად მისი მოვალე ვარ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოჯახური ბიუჯეტის შედგენა ჩვენ ოჯახში განხეთქილების საგანი გახდებოდა”.

რას გვასწავლის ეს ისტორია? 

ეს ისტორია თვალნათლივ გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ მეუღლეები ფულად საკითხს არ განიხილავენ ქორწინებამდე.

როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალი და დაუბრუნდება თუ არა იგი თავის ქმარს?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე