-ვაიმე, ახლა რა ვქნა? წარმოგიდგენია, კობამ ცოლი მოიყვანა. მისი მეუღლე ბავშვთა სახლში გაიზარდა და უკვე ფეხმძიმედაა.

240 views

ამას წინათ შევხვდი ჩემს საუკეთესო მეგობარს. მას ერთადერთი ვაჟი ჰყავს.

ლეილა ძალიან დამწუხრებული იყო. როგორც გაირკვა, მისმა შვილმა ცოლი მოიყვანა დედის თანხმობის გარეშე! თანაც, მან შეირთო ქალი, რომელიც ბავშვთა სახლშია გაზრდილი! ის ახლა უკვე ორსულადაა!

-როცა ის დავინახე, ლამის გული წამივიდა! ეს ხომ ნამდვილი კოშმარია! სად იპოვა ჩემმა კობამ ასეთი თავხედი, გაუზრდელი და საზიზღარი გოგო! როგორც კი მან მე და ჩემი მეუღლე დაგვინახა, მაშინვე კოცნა დაგვიწყო, ეს ჩვენთვის უჩვეულოა: ასე ღიად არ გამოვხატავთ ხოლმე გრძნობებს უცხო ადამიანების მიმართ. შემდეგ სუფრასთან დავსხედით. ნეტავ განახა, ეს ლილიკო როგორ ჭამს. მესმის, რომ ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა და იქ მისთვის მანერები არავის უსწავლებია, მაგრამ ხომ შეეძლო ჩვენგან აეღო მაგალითი.

შემდეგ მან თავისი ოჯახის შესახებ დაიწყო მოყოლა. გაირკვა, რომ ლილიკოს მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ. დედამისი ყოველ წელს ახალ ბავშვს აჩენდა, შემდეგ მამა გარდაიცვალა, მალევე დედაც დაიღუპა. შვილები კი ბავშვთან სახლში აღმოჩნდნენ. ლილიკოს 8 დედმამიშვილი ჰყავს. თავად ის უკვე მშობელია. მან შვილის გაჩენა 16 წლის ასაკში მოასწრო. ბავშვის მამის ვინაობა უცნობია. ლილიკომ მასზე უარი სამშობიაროშივე თქვა.

მეტყველების უნარი დავკარგე, როცა ეს ყველაფერი მოვისმინე. როგორ გადაეყარა კობა ასეთ ქალს?! განა ლილიკო კარგი დედა და ცოლი იქნება? რა ვქნა ახლა?

-ის ხომ მუცლით თქვენს შვილიშვილს ატარებს! უნდა შეეგუოთ, სხვა რა გზა დაგრჩენიათ?

-ვიცი! თუმცა ამ ბავშვის შეყვარებას ვერასოდეს შევძლებ! – მითხრა ბოლოს ლეილამ.

სახლში ვბრუნდებოდი და ამ საუბარზე ვფიქრობდი. ვინაა მართალი და როგორ მოიქცეს ჩემი მეგობარი? ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის? თუ შეეცადოს კობას და ლილიკოს დაშორებას?

თქვენ რას ურჩევდით ლეილას?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე