-ვაიმე, რა ვქნა? რატომ არ მიჯერებს ჩემი ვაჟი? აი, რისთვის მოჰყავს ცოლად შვილიანი ქალი?!

402 views

მე მყავს მეზობელი – ეკა. მან და მისმა მეუღლემ სამი შვილი აღზარდეს. უფროსმა და შუათანა ძმამ განათლება მიიღეს, დაოჯახდნენ, ერთი მათგანს საკუთარი ბიზნესი აქვს, მეორე კი – კომპიუტერების შეკეთებითაა დაკავებული.

უმცროსი ვაჟი უკვე 24 წლისაა, ის თავაშვებულად ცხოვრობს, დედის რჩევებს არ ითვალისწინებს. გოგის სკოლაშ სწავლა არასოდეს ნდომებია, იგი სულ გიტარაზე უკვრავდა და სიმღერებს წერდა, მუსიკოსობაზე ოცნებობდა. ქალბატონი ეკა კი მას გამუდმებით უმეორებდა:

-გიტარას წაგართმევ, თუ გონს არ მოეგები! პროფესია გჭირდება, რომელიც ოჯახის გამოკვებაში დაგეხმარება!

დედამისი მათემატიკის მასწავლებელი იყო. ახლა იგი პენსიაზეა და შვილიშვილებს უვლის. მისი ქმარი 4 წლის წინ გარდაიცვალა.

როგორც კი გოგიმ სკოლა დაამთავრა, დედამ დაითანხმა იგი, რომ კოლეჯში ჩაებარებინა ეკონომიკის ფაკულტეტზე. მან ყურად იგდო დედის რჩევა და მენეჯერი გახდა, მოგვიანებით კი უფროსი ძმის ფირმაში დაიწყო მუშაობა. ეკამ გადაწყვიტა, რომ გოგის დაოჯახების დროც დადგა, თუმცა მას არ ჰყავდა შეყვარებული, სამსახურის შემდეგ იგი მეგობრებთან ან კომპიუტერთან ატარებდა დროს. მაშინ დედამ ვაჟს თავისი კოლეგა გააცნო, თუმცა ნატო გოგის საერთოდ არ მოეწონა. ეკას არაფრის გაგონება არ სურდა, იგი უკვე ქორწილისთვის ემზადებოდა. ის შეჩვეული იყო, რომ ოჯახში ბრძანებებს გასცემდა და ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. მაშინ გოგიმ სახლში მოიყვანა თავისი საცოლე, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტხანს ხვდებოდა.

როცა ეკამ გაიგო, რომ მისი ვაჟის რჩეულს ქალიშვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან, ქალს ისტერიკა დაეწყო. მან დაუყონებლივ დაურეკა თავის შვილებს. უფრო ვაჟი შეეცადა მშობლის დამშვიდებას, ეგებ გოგი მართლაც ბედნიერი ყოფილიყო ნათიასთან. თუმცა ეკას არაფრის გაგონება არ სურდა.

-ვერ ხვდებით, რომ თქვენ ძმას თვალები დაუბრმავეს? სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ! არ დამეხმარებით! ვერ დავუშვებ, რომ გოგოიმ ცხოვრება დაიმახინჯოს!

მომდევნო დღეს ეკა ნათიას ოჯახში მივიდა. მომავალმა რძალმა იგი ბინაში შეიპატიჟა.

-მინდა, რომ ჩემს შვილს თავი დაანებო! სხვა მსხვერპლი მოძებნე! გოგი ცოლად არ მოგიყვანს! წინააღმდეგ შემთხვევაშ, ცხოვრებას დაგინგრევ!

-მე და თქვენს ვაჟს ერთმანეთი გვიყვარს და მაინც დავქორწინდებით! თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით! – თამამად განუცხადა ნათიამ.

მალევე გოგიმ ნათია ცოლად მოიყვანა, დედა მათ ქორწილზე არც კი მივიდა. ახალგაზრდები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ეკა მაინც ვერ მშვიდდება:

-ვაიმე, რა ვქნა? ჩემი ვაჟი რატომ არ მიჯერებს? რისთვის შეირთო ცოლად შვილიანი ქალი? ახლა ბაღში სხვისი ბავშვი დაჰყავს! ეს რისთვის სჭირდება? – გამუდმებით წუწუნებს ეკა.

შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ ყველაფერი რიგზეა. გოგი უკვე ზრდასრულია და აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. დედამ არ უნდა წაართვას შვილს ბედნიერების შესაძლებლობა, მან რძალთან საერთო ენა უნდა გამონახოს. ყველასთვის ასე იქნება უკეთესი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე