ნაკურთხი წყლით სავსე 5 ლიტრიანი ბოთლების მომარაგებას და ოჯახში წლობით შენახვას აზრი არ აქვს!

168 views

ყოველწლიურად ქუჩებში შეიძლება შეხვდეთ ტაძრიდან მომავალ ადამიანებს წყლით სავსე ბოთლებით ხელში. ნაკურთხ წყალს განსაკუთრებული ძალა აქვს. ეკლესიამ ეს იცის და მოუწოდებს მრევლს მოწიწებით მოეკიდოს ამ სიწმინდეს. თუმცა სწორად ეპყრობა თუ არა მას მორწმუნეთა უმეტესი ნაწილი? რამდენი ხნით შეიძლება ნაკურთხი წყლის სახლში შენახვა? და რაში გამოვიყენოთ იგი?

წყალი ნათლობის დღესასწაულზე

სინამდვილეში, არ არსებობს დიდი რაოდენობით წყლის მოგროვების საჭიროება. ბევრი ადამიანის მოლოდინების და წარმოდგენების მიუხედავად, ჭურჭლის მოცულობა არ განსაზღვრავს სიწმინდის საოცარ ძალას. საკმარისი იქნება ტაძრიდან წამოიღოთ იმდენი წყალი, რამდენიც თქვენი საცხოვრებლის, მანქანის და სხვა ქონებისთვის მისასხურებლად გეყოფათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნაკურთხი წყალი გამოიყენოთ მხოლოდ გულწფელი განზრახვებითა და კეთილი ფიქრებით. უარყოფით განწყობას და აზრებს კავშირი არ უნდა ჰქონდეს წყალთან ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე. ასევე ჭურჭელი, სადაც ისხმევა სითხე, უნდა იყოს იდეალურად სუფთა.

რამდენი ხანი და როგორ უნდა შევინახოთ სახლში ნაკურთხი წყალი? 

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ აზრი არ აქვს ნაკურთხი წყლის ოჯახში ერთ წელზე მეტხანს გაჩერებას, რადგან დროის გასვლასთან ერთად მისი სამკურნალო თვისებები ძალას კარგავს. საქმე იმაშია, რომ ეს წყალი ადამიანებს ებოძათ კეთელი საქმეების გასაკეთებლად და არა დასაგროვებლად.

სჯობს ნაკურთხი წყალი ხატებთან ახლოს შეინახოთ. არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარად იგი უფრო დიდხანს შენარჩუნებს თავის თვისებებს. რისი გაკეთებაც არ ღირს, ესაა სითხის დატოვება და მისი დაღვრა შეუფერებელ ადგილებში. მაგალითად, არ შეიძლება მისი შენახვა მაცივარში, ჩვეულებრივი პროდუქტების გვერდით.

თუ მისი გადაღვრა აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინ სჯობს მისით მორწყოთ ყვავილები. ასევე შეგიძლიათ დააბრუნოთ მდინარეში ან სხვა წყალსატევში. მთავარია, ეს არ იყოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი დგამს ფეხს. ამით შეიძლება წაიბილწოს ნაკურთხი წყალი. გავრცელებულ ცდომილებად ითვლება ის, რომ წყალი ნათლობაზე გამოიყენება დასაბანად. ეს ცრურწმენაა.

რედაქციის რჩევა

საბედნიეროდ, ნაკურთხი წყალი ხელმისაწვდომია მრევლისთვის ყოველწლიურად. ამიტომ არ არსებობს მისი ოჯახში 1 წელზე მეტხანს შენახვის აუცილებლობა. საკმარისია ნაკურთხი წლით სავსე ჭურჭელი გედგათ ხატების გვერდით მომდევნო ნათლისღებამდე.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე