რომელ ჩვევებზე თქვეს უარი შეგნებულმა იაპონელებმა და რატომ უნდა მივბაძოთ მათ მაგალითს.

108 views

ასწლეულების განმავლობაში კაცობრიობა ეძებს მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს განვვლოთ ხანგრძილივი და აქტიური ცხოვრება, არსებობს ქვეყნები, რომელთა მცხოვრებლებს ეს საუკეთესოდ გამოსდით. ამომავალი მზის სახელმწიფოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81,64 წელია. ის თითქმის 11 წლით აღემატება მთელს პლანეტაზე საშუალო მაჩვენებელს (71 წელი). იაპონელთა რომელი ტრადიციები გახდა ამის მიზეზი და რომელი ჩვევები უნდა უარვყოთ დღეგრძელობისკენ სავალ გზაზე? კიდევ ერთი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა მთავარ ფოტოზე გამოსახული ქალბატონი? პასუხს მოცემულ სტატიაში იპოვით.

იაპონელთა ტრადიციები

ბოსტნეული თუ ხორცი? 

ტრადიციული იაპონური საკვები რაღაცით ჰგავს ხმელთაშუა ზღვისპირეთისას. პრიორიტეტულია ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, რომელთაც ადამიანები ყოველდღიურად მიირთმევენ. ზეთი ძირითადად მცენარეულია. კვერცხს დღეში დაახლოებით 4-ჯერ ჭამენ.

იაპონელები ცოტა ხორცს ჭამენ, უმეტესად ქათმისას. წითელ ხორცს იშვიათად შეხვდებით მათ სადღესასწაულო სუფრაზე. იაპონური სამზარეულოს კიდევ ერთი თავისებურებაა – რძის პროდუქტების თითქმის სრული არარსებობა და დიდი რაოდენობით სოიოს პროდუქტები. საკვების ერთ მიღებაზე იაპონელები საშუალოდ ევროპელებზე 20%-ით ნაკლებს ჭამენ.

ცხელი საკვები

იაპონელმა ექიმებმა დიდი ხანია გაარკვიეს, რომ ცხელი საკვები და ლორწოვანი გარსის დამაზიანებელი სასმელები – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადების განვითარების სერიოზული რისკ-ფაქტორი და მიზეზია.

ამ დროს ჩვენთან ცხელი საკვები ტრადიციულად გემრიელის და სასარგებლოს სინონიმად მიიჩნევა. სინამდვილეში ადამიანი ამისადმი ადაპტირებული. მეტიც, მშუშხავი კერძებისადმი მიჩვევით თანდათან ვკარგავთ მგრძნობელობას და შემდგომ უკვე ცხელის თბილისგან გარჩევათ კი გვიჭირს. დროთა განმავლობაში ეს გასტრიტის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონელი მეცნიერები ეძებდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადეების მაღალი რიცხვის განმაპირობებელ მიზეზს. როგორც აღმოჩნდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ფონზე ადამიანები იღებდნენ დიდი რაოდენობით მარილს.

იაპონელი გერონტოლების მტკიცებით, რომ ტვინის ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმეგო საუკეთესო საშუალებაა – გამუდმებით რაღაცის სწავლა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ამომავალი მზის სახელმწიფოში პენსიონერების დღეში სულ მცირე ერთ საათს მაინც უნთმობენ კითხვას.

ტელეეკრანებთან ხანდაზმული იაპონელები დღეში საშუალოდ ნახევარ საათს ატარებენ, მეტ დროს ისინი სეირნობას უთმობენ. იქაური მთავრობა სერიოზულ ყურადღებას უთმობს მოქალაქეების ჯანმრთელობას. ისინი ახდენენ იმ პროგრამების რეალიზებას, რომლებიც მიმართულია სიცოცხლის განაგრძლივებისკენ. მიზნადაა დასახული შემცირდეს სხვაობა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასა და მის აქტიურ პერიოდს შორის.

იაპონელი პენსიონერები აქტიურად ურთიერთობენ თანატოლებთან, დადიან თეატრებსა და კაფეებში, რაც ხელს უწყობს ტვინის კოგნიტიური შესაძლებლობების დიდხანს შენახვას. მოხუცებს სთავაზობენ უფასო სწავლებას, მათი ინტერესების სფეროს მიხედვით იქმნება სხვადასხვა კლუბები.

რედაქციისგან

როგორც ხედავთ, მთავრობის ზრუნვის და სასარგებლო ჩვევების წყალობით იაპონელებს ძალუძთ ხანდაზმულობის ასაკის გადაწევა. რაც შეეხება, დაპირებულ პასუხს: მასა ნარიტამ ოსაკიდან, გამოსახულმა ჩვენი სტატიის მთავარ ფოტოზე, ცოტა ხნის წინ აღნიშნა 100 წლის იუბილე. დღეგრძელი ქალი მარტო ცხოვრობს საკუთარ სახლში, რადგან აფასებს დამოუკიდებლობას და თავისფულებას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე