ერეკლეს რცხვენოდა დედამისის გამო: ის ხომ ისეთი მოხუცი იყო, რომ მას ბებიად ეკუთვნოდა.

144 views

ერეკლე 16 წლის იყო. ბოლო დროს იგი დედას საშინლად ექცეოდა. მოზარდი სახლში გვიან ბრუნდებოდა, ზოგჯერ კი – ოჯახში არც კი ათევდა ღამეს. მშობელი ღელავდა შვილზე და სთხოვდა, რომ ასე აღარ მოქცეულიყო. ერეკლე კი საპასუხოდ უყვიროდა დედას და მორიგ სკანდალს ატეხდა ხოლმე.

იგი თითქოს სადისტურ სიამოვნებას იღიბდე იმით, რომ გულს ტკენდა მშობელს. რატომ ექცეოდა იგი ასე მას? უბრალოდ დედის გამო ძალიან რცხვენოდა. ბოლო დროს კი სულ მთლად შეიძულა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ერეკლე 16 წლის იყო, დედამისი კი – 58.

მას ჯერ კიდევ ახსოვდა, თუ როგორ გამოჰყავდა ხოლმე მშობელს იგი საბავშვო ბაღიდან. ყველა ფიქრობდა, რომ მას ბებიამ მოაკითხა. რაც მეტი დრო გადიოდა, ერეკლე კიდევ უფრო უხერხულად გრძნობდა თავს დედის გამო. იგი ხშირად ეჩხუბებოდა მას იმის გამო, თუ რატომ გააჩინა ასე გვიან ასაკში და თანაც ქმრის გარეშე?!

ერთ დღესაც ერეკლე დილით ადრე დაბრუნდა სახლში. დედა ოჯახში არ დახვდა. ახალგაზრდა იფიქრა, რომ იგი მაღაზიაშ იქნებოდა გასული. იგი ფეხსაცმელს იცვამდა, როცა კარზე ვიღაცამ დააზარუნა. ზღურბლთან მათი კარის მეზობელი იდგა.

-რას აკეთებ? ასეთი უმადური როგორ ხარ! დედა შენს გამო საავადმყოფოშ მოხვდა, არადა მრავალი წლის წინ მან სიცოცხლე გადაგირჩინა. ბატონმა დიტომ ერეკლეს მოუთხრო, რომ დიდი ხნის წინათ იგი ქალბატონმა ელენემ ქუჩაში იპოვა. ბიჭუნა მაშინ წლინახევრის იყო. ქალმა იგი სახლში წაიყვანა, აჭამა და შემდეგ პოლიციას დაურეკა. ერეკლეს მშობლების პოვნა ვერ შეძლეს. მაშინ იგი ბავშვთა თავშესაფარში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ელენემ ბიჭუნას შვილად აყვანა გადაწყვიტა. მთელი ეს წლები იგი ერეკლეს საკუთარი ვაჟივით ზრდიდა. და მადლიერების ნაცვლად რა მიიღო? სკანდალები, ჩხუბი და შეურაცჰყოფები!

-ინანებ, თუმცა გვიან იქნება!

მეზობელი წავიდა. ერეკლე კი ჩამოჯდა და ატირდა. მას ძალიან რცხვენოდა საკუთარი საქციელის გამო. ის გულს სტკენდა ადამიანს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა მისთვის. ახალგაზრდა საავადმყოფოსკენ გაიქცა, იპოვა პალატა, სადაც ელენე იწვა და მუხლებზე დაჩოქილი წარსდგა დედის წინაშე. მან გულწრფელად მოუბოდიშა მშობელს. ელენემ გულში ჩაიკრა იგი. ერეკლე კი მიხვდა: რა კარგია იმის გაცნობიერება, რომ ამ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარხარ და ყოველთვის მზადაა მოგიტევოს…

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე