უკვე მანქანაში ჩაჯდომას და მის დაძვრას ვაპირებდი, რომ ვიღაც კაცი მომიახლოვდა. მას სეზონის შესაფერისად საერთოდ არ ეცვა.

214 views

ეს ისტორია რამდენიმე თვის წინ გადამხდა თავს. ზამთრის ერთი საღამო იყო, საქმიან შეხვედრაზე მეჩქარებოდა, ძალიან ცოტა დრო მქონდა.

მანქანაში ჩავჯექი და უკვე მის დაძვრას ვაპირებდი, როცა ერთი მამაკაცი მომიახლოვდა. მას სეზონის შესაფერისად არ ეცვა. ქუჩაში ძალიან ციოდა, მას კი თხელი პალტო ემოსა. მამაკაცმა რაღაც მისამართი მკითხა.

-მაპატიეთ, არ ვიცი, ძალიან მეჩქარება!

-თქვენ ხომ ბოლომდე არც კი მომისმინეთ! მოულოდნელად დახმარება რომ დაგჭირდეთ და არავინ გამოგიწოდოთ ხელი? – მკითხა მან.

მაშინ გავჩერდი და გამახსენდა, რომ იმ მისამათის ადგილმდებარეობა ვიცოდი. ის ახლოს იყო იმ ადგილიდან, სადაც საქმიანი შეხვედრა მქონდა დანიშნული.

-დაბრძანდით. მანქანით გაგიყვანთ და გზას დაგიმოკლებთ, შემდეგ კი მიგასწავლით, თუ სად უნდა წახვიდეთ.

-უღრმესი მადლობა! ძალიან გამიმართლა! – მადლობა გადამიხადა უცნობმა და მანქანაში ჩაჯდა.

საჭირო ქუჩას რომ მივუახლოვდით, ვუთხარი:

-მისამართი, რომელიც მითხარით, ამ ქუჩაზეა.

-მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში უკვე შედგა! – მოულოდნელად მითხრა მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.

ვერ მივხვდი, იგი რას გულისხმობდა. გზა განვაგრძე. უცებ რკინის ღრჭიალის და მუხრუჭების კივილის ხმა შემომესმა. ჩემგან 20 მეტრის დაშორებით საშინელი ავარია მოხდა, რამაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.

მაშინვე მიხვდი, რომ იმ უცნობმმა სიკვდილს გადამარჩინა.

ასეთი ამბავი დამემართა. დღემდე ვფიქრობ, თუ ვინ იყო ის მამაკაცი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე