საქმრომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე მისწერა საცოლეს შეტყობინება მისი ყოფილისგან, ახალგაზრდა ქალის პასუხმა იგი იძულებული გახადა, რომ თავი გადაეხოტრა მოჭარბებული გრძნობების გამო.

133 views

რა ხდება ახალგაზრდა ადამიანის თავში, რომელიც იგებს, რომ მისმა საყვარელმა და ძვირფასმა საცოლემ სხვასთან უღალატა? მრისხანება, ჰორმონები, რომლებიც უმალვე ხვდება სისხლში, ბრაზი და წყენა. ზოგჯერ ეს ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. ბევრს არ შეუძლია თავის ხელში აყვანა და დაფიქრება: “რის გამო უნდა ვინერვიულო? განა ეს შვებას მომგვრის?” მართლაც, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია.

საცოლემ უღალატა

გელა ვერასოდეს დაიკვეხნიდა იდეალური გარეგნობით ან სიმდიდრით. უბრალო ბიჭმა პერიფერიიდან იცოდა, თუ რას ნიშნავდა გაჭირვება და დაფასებული იყო თანატოლებს შორის. იგი ყოველთვის დაუფარავად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. გელა სუსტს არასოდეს ჩაგრავდა, ეს მისი პრინციპული პოზიცია იყო. ჭაბუკობის ასაკიდანვე იგი ავტოფარეხში ფუსფუსებდა, ავტომობილების გარემონტებას სწავლობდა. საღამოს – სპორტი და სუფთა ჰაერზე გასერინება. ხელფასის ნახევარს იგი ყოველთვის მშობლებს აძლევდა.

ირინეს იგი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში შეუყვარდა. თუმცა იმ დროისთვის გელა მასზე 2 წლით უფროსი იყო და გოგონას ფლირტს მუდამ ერთნაირად პროზაულად პასუხობდა: “ამიერიდან ეს აღარ დავინახო და აღარ გავიგონო”. გასაგებიცაა რატომ, ყმაწვილს ხომ ქეთი უყვარდა სიგიჟემდე, რომელიც მისი პარალელკლასელი იყო. იგი მდიდარი მშბლების ქალიშვილი და რაონში ყველაზე გრძელი თმის მფლობელი გახლდათ. ერთხელაც ქეთი შეყვარებულს დაშორდა და გელამაც დრო იხელთა. მალევე ისინი პაემანზე წავიდნენ, ცოტა ხანში მათი ტრფობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. გელა მიჯნურს ვერ ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით, თუმცა მის ქარიზმას გოგონა აღტაცებაში მოჰყავდა. სოციალური სხვაობის მიუხედავად, ახალგაზრდებს ბევრ რამეში საერთო გემოვნება ჰქონდათ. თავიდან ქეთი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ გელა შეუყვარდა.

გავიდა 6 წელი. შეყვარებულებს ასაკი მოემატათ და ისინი შეიცვალნენ. მამამ ქეთი პერსპექტიულ სამსახურში მოაწყო. გელაც წამოიზარდა, იგი მიხვდა, რომ უფროსები, რომლებიც ავტოფარეხში რაღაცებს ასწავლიდნენ, საერთოდ არ ცხოვორბდნენ მდიდრულად. რატომ?

მაშინ იგი ქეთის ნაცნობებს დაუახლოვდა და საკუთარი ბედი პროგრამირებაში სცადა. მას ისესხა ფული, დაიწყო კურსებზე სიარული და საგნის ზედმიწევნით დასწავლა. მისგან კარგი სპეციალისტი მაინც არ დადგა, თუმცა ქალაქის პირობებში გელას მაინც მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანის შესაძენად ფულის გადადება დაიწყო. მალევე გელა ნამდვილ პიჟონად იქცა.

დრო გადიოდა. გელამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა იმ ნაბიჯის გადადგმა, რასაც დიდიხან გეგმავდა. მან საქორწილო ბეჭედი იყიდა. ახალგაზრდა კაცმა მთელი სქემა დახაზა, თუ როგორ და რა პირობებში უნდა ეთხოვა ქეთისთვის ხელი. რამდენიმე დღით ადრე გელა ყველაფერს მეგობარს მოუყვა, მან კი ერთი რაღაცის გაკეთება ურჩია. დანიშნულ დღეს გელამ ქეთის მისწერა სხვისი ნომრიდან სხვისივე სახელით. შეტყობინებას ასეთი სახე ჰქონდა: გამარჯობა, ეს მე ვარ. გადავწყვიტე, რომ ჩემი ნომრიდან არ მომეწერა, ვინ იცის, რა ხდება. მოდი, ერთმანეთს შევხვდეთ, ძალიან მომენატრე”. და მიუთითა მისამართი. გელას ეგონა, რომ სამსახურიდან დაბრუნებული ქეთი მის გამოკითხვას დაიწყებდა, თუ რა ფოკუსებს ჰქონდა ადგილი. ის კი ამ დროს ბეჭედს მიართმევდა!

თუმცა საცოლე სახლში ცუდ ხასიათზე დაბრუნდა. მან თქვა, რომ კბილი საშინლად ტკიოდა, ამიტომაც მან გამოიცვალა, შხაპი მიიღო და სტომატოლოგთან წავიდა. გელა თავიდან თვალებს არ დაუჯერა. თუმცა შემდეგ სძლია საკუთარ თავს და ტაქსით მის მიერ მითითებულ მისამართზე წავიდა.

ქეთი რამდეინე წუთში გაჩნდა დანიშნულ ადგილზე. მან რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და ვიღაცას დაურეკა. ის უცნობი კი ყურმილს არ იღებდა. მას თვალები სამჯერ გაუფართოვდა, როცა უახლოესი გაზეთის ჯიხურიდან მისკენ მიმავალ ნაცნობ ადამიანის მოჰკრა თვალი. ამ სიტუაციაშიც კი გელა შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა იგი შიგნიდან იწვოდა. როგორც გაირკვა, ქეთიმ დაახლოებით წელიწადია, რაც თავის ყოფილთან განაახლა ურთიერთობა. პავლე წარმატებული მენეჯერი გამხდარიყო. ქეთის კი გელას სახით ლუზერი არ სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ საქორწილო ბეჭდის შესახებ მან უკვე ყველაფერი იცოდა, რაზეც უბრალოდ ირონიულად ჩაიცინა. ბინის დატოვებას ქეთი არ აპირებდა, გელას საცხოვრებელი უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა დაეცალა. მამაკაცი მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. გარკვეული ხანი იგი ადგილს ვერ პოულობდა, სამსახურიდან შვებულება აიღო. საბოლოო გადაწყვეტილება მის გონებაში თავისით გაჩნდა: იგი კვლავ სპორტით უნდა დაკავებულიყო.

გელამ თავი გადაიხოტრა და უწინდელი სტილი დაიბრუნა. მას აღარ უწევდა მეორე ნახევრისთვის საჩუქრების გამუდმებით ყიდვა, ამიტომ შესაძლებლობა გამოუჩნდა, რომ კვლავ დახმარებოდა ფინანსურად მშობლებს. გელა ყველაფერს სუფთა ფურცლიდან იწყებდა. მას ნაღველი გაუქრა და იცოდა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე