როგორ მოვამზადოთ იდეალური კოტლეტები: ინგრედიენტების ოქროს პროპორციები.

93 views

რომელ დიასახლისს არ სურს, რომ მოუმზადოს თავისი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს იდეალური კოტლეტები? წვნიანები, რბილები, არომატულები. ერთი მხრივ, რეცეპტების დიდი მრავალფეროვნება გვაძლევს რაღაც ახლის და საინტერესოს შერჩევის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, კი – გვაბნევს. გირჩევთ, წარსულში დავბრუნდეთ და შევხედოთ, კოტლეტებისთვის ინგრედიენტების როგორ პროპორციებს ანიჭებდნენ უპირატესობას ჩვენი ბებიები. ამ ოქროს სტანდარტების დამახსოვრების შემდეგ, მარჯვედ და წარმატებულად შეძლებთ რეცეპტების მოდიფიცირებას თქვენი გემოვნების შესაბამისად.

როგორ მზადდება იდეალური კოტლეტები

1. დაიცავით ხორცის და ქონის პროპორციები. წვნიანი ხორცის ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კგ საქონლის ხორცი, 500 გ ღორის ხორცი და 250 გ ქონი. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სახეობის ხორცი: ბატკნის, ინდაურის, ქათმის.

2.ფარშის მოსამზადებლად გამოგადებათ ბეჭის, ზურგის, ბარძაყის, მკერდის ან კისრის ნაწილები.

3.ხახვის მეშვეობით კოტლეტი ხდება ფუმფულა და წვნიანი. 1 კგ ხორცზე აიღეთ 2 თავი ხახვი.

4.სჯობს ხახვი ბლენდერში დააქუცმაცოთ ფაფისებრ კონსისტენციამდე. მაშინ ის აღარ შეიგრძნობა მომზადებულ კოტლეტებში.

5.ხახვი შეგიძლიათ მობრაწოთ არა ზეთში, არამედ ბალზამირებულ ძმარში. მაშინ კოტლეტების გემო სასიამოვნოდ ტკბილი გახდება.

6.ფარშში პურის დამატების დროსაც საჭიროა პროპორციების დაცვა. აიღეთ წინასწარ რძეში ჩამბალი 250 გ პურის ბატონი 1 კგ ფარშზე. თუ პურს ჩაანაცვლებთ ყაბაყით, კარტოფილით, კომბოსტოთი ან კვახით, გამოიყენეთ იგივე პროპორციები.

7.ფრთხილად იყავით სანელებლებთან. კოტლეტების მომზადების კლასიკური რეცეპტი მხოლოდ მარილის და წიწაკის გამოყენებას მოიაზრებს. თუ მაინც გადაწყვეტთ სულენების დამატებას, გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა ავსებდეს ხორცის გემოს და არ გადაძლევდეს ან ამახინჯებდეს მას.

რადგან იდეალური კოტლეტების მომზადების საიდუმლოს უკვე ფარდა აეხადა, დროა გირჩიოთ საუკეთესო გარნირები. მშრალი ქათმის კოტლეტებისთვის სჯობს შეარჩიოთ წიწიბურა ან კარტოფილი. წითელი ხორცისგან გაკეთებულ წვნიან კოტლეტებს კარგად ერწყმის ხორბლის ფაფა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე