-ბიძია, საჭმელი არაფერი გექნებათ? – უცებ ძალიან შემეცოდა ის ბიჭუნა.

5,043 views

მე კირილე მქვია. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ეს შეამჩნია ჩემმა უფროსობამ და დამაწინაურა. ახალი თანამდებობის დაკავება მინდოდა მეგობრებთან ერთად აღმენიშნა რესტორანში. მაგიდა დავჯავშნე და საღამოს სამსახურის შემდეგ საქეიფოდ წავედით.

ყველაფერი შესანიშნავად იყო, შემდეგ კი სუფთა ჰაერზე გავედით მოსაწევად. მოულოდნელად ერთი ბიჭუნა მოგვიახლოვდა და გვითხრა:

-ბიძია, საჭმელი არაფერი გექნება?

იგი ძალიან შემეცოდა. ჩემმა მეგობრებმა სიცილი ატეხეს, მე კი ბავშვს ხელი ჩავკიდე და რესტორანში წავიყვანე. მინდოდა მისთვის საჭმელი მეჭმევინებინა, თუმცა ბიჭუნამ საკვების პარკში ჩალაგება დაიწყო, განვიფრებისგან დავმუნჯდი.

-რას აკეთებ?

-სახლში დედა და დაიკო მელოდებიან. 2 დღეა არაფერი გვიჭამია.

როცა ეს სიტყვები მოვისმინე, გული დამეწვა. მეგობრებს დავემშვიდობე და ბიჭუნა მაღაზიაში წავიყვანე. იქ პროდუქტები ვიყიდე და ბავშვს სახლამდე გავყევი. როგორც აღმოჩნდა, ისინი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო, რომელიც ძალიან დაღლილი ჩანდა.

-ლევანიკომ რაიმე ხომ არ დააშავა?

-არა! დამშვიდდით! უბრალოდ პროდუქტები გიყიდეთ.

-უღრმესი მადლობა, ფულს ვიშოვი და ყველაფერს დაგიბრუნებთ! – მითხრა ქალმა.

-დედიკო, ძალიან მშია! – გაისმა ბავშვის სუსტი ხმა.

-შენ და მარიკომ ჭამეთ, მე კი გავალ და ნაკვეთს დავალაგებ! – თქვა ლევანიკომ და წავიდა.

დივანზე დავჯექი და ქალს ვთხოვე მოეყოლა, თუ რა მოხდა. მანანამ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო.

ის და მისი მეუღლე არაფერს უჩიოდნენ, შვილებს ზრდიდნენ. შემდეგ კი მანანას მეუღლემ საყვარელი გაიჩინა და ცოლი შვილებთან ერთად ქუჩაში გაყარა. ქალმა ვერაფერი გააწყო, რადგან ბინა შეუღლებამდე ჰქონდა ნაყიდი მის ქმარს. მანანამ მეეზოვედ დაიწყო მუშაობა და საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი იქირავა. შემდეგ მისი ქალიშვილი მძიმედ გახდა ავად, წამლები კი ძვირი ღირდა. მედიკამენტების შეძენის შემდეგ ქალს საჭმლის საყიდელი ფული აღარ დარჩა.

მომდევნო დღეს ისევ მათი სახლის ზღურბლთან ვიდექი. ამჯერად პროდუქტებთან ერთად სათამაშოებიც ვიყიდე. მარიკოს ისე გაუხარდა თოჯინის დანახვა, რომ მეც ლამის ავტირდი. გავიდა თვე. მოუთმენლად ველოდი სამუშაო დღის დასრულებას, რათა მათ ისევ ვსტუმრებოდი. ორი თვის შემდეგ კი მანანას ცოლობა ვთხოვე. მივხვდი, რომ იგი და მისი შვილები უსაზღვროდ მიყვარდა. ახლა ერთი დიდი და მეგობრული ოჯახი ვართ. აი, ასე შეცვალა ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ ჩემი ცხოვრება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე