რომელი საინტერესო იდეები შეუძლია მოგვაწოდოს ევროპულმა მოდამ? უდავოდ, ნებისმიერი ქალი წლებთან ერთად იქმნის თავის განუმეორებელ სტილს. არაფერია ცუდი იმაში, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენი მეზობლების სილამაზეს და ვისესხოთ მათი გამოცდილება. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ ევროპელი ქალების სტილურ ხერხებს, რომლებიც სიხარულით შეიძლება გამოიყენოთ.
ევროპული მოდა
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი თმის მდგომარეობას. ვარცხნილობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლამაზი ქალის ზოგად იერსახეში. ევროპელ მანდილოსნებს არ აშინებთ მოკლე თმის ტარება, რადგან მათი მოვლა გაცილებით მარტივია და ასეთი ვარცხნილობა უფრო მომგებიანად გამოიყურება. ამ შემთხვევაში უნდა დაეყრდნოთ არა მხოლოდ პირად მისწრაფებებს, არამედ სახის ფორმაც გაითავლისწინოთ. ყველას არ მოუხდება მოკლე თმა. საჭიროა მაქსიმალურად მოსახერხებელი და ლამაზი ვარცნილობის შერჩევა.
იერსახის სხვადასხვა ელემენტებს უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება, ისინი ავსებს ქალს. ეს საფინალო ხაზია, რომელიც მანდილოსანს დაეხმარება ყველას მონუსხვაში. ამისთვის ევროპელები თავშალს ხმარობენ. მაგალითად, ის შეგიძლიათ კისერზე შემოიხვიოთ, როგორც ამას გვთავაზობს კლასიკური ვარიანტი. ასევე თაფსაფარი შეგიძლიათ თავზე შიეკრათ, რაც თქვენს იერსახეს სიხასხასეს, სიკეკლუცეს და კოპწიაობას შემატებს.
ეცადეთ ყოველთვის თან ატაროთ სათვალეები. სტილური ევროპელი ქალები არასოდეს იშორებენ ამ აქსესუარს. სათვალეები არა მხოლოდ თვალების გარშემო არსებული ასაკობრივი ცვლილებების დაფარვაში გეხმარებათ, არამედ მზის კაშკაშა სხივებისგანაც გიცავთ. ასევე მარტივია მათი გამოცვლა, სხვადასხვა მორთულობასთან შერჩევა.
უამრავი ქალი უგულებელყოფს სტილურ იერსახეს ჯინსების და ბოტასების ტარებით. რასაკვირველია, ამ ნივთებს ნებისმიერ გარდერობში არსებობის უფლება აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველდღე უნდა გეცვათ. ყურადღება მიაქციეთ უბრალო შავ შარვალს, თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს მოსაწყენი და უსახურია, თუმცა გვერწმუნეთ, ასეთი სტილი უფრო ქალურია.
ზოგჯერ მანდილოსანს უწევს კომფორტის მსხვერპლად გაღება და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სხვადასხვა ფერის ბოტასებთან და უფრო მკაცრ ფეხსაცმელთან მიმართებით (ლოფერები, ოქსფორდები). მყისიერად შეამჩნევთ, თუ როგორ თვალნათლივ შეიცვლება თქვენი იერსახე.
მთავარი, რასაც შეიძლება თვალი მოჰკრათ სხვადასხვა კონტინენტის ქალების ყურებისას, ისაა, თუ როგორ უსვამენ ხაზს ისინი თავიან სილამაზეს, სიმსუბუქეს და დახვეწილობას, როგორ აქსესუარებს ირჩევენ, რას იცვამენ სამსახურში და რა მეგობრებთან სეირნობისას. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად საინტერესოა. თუმცა ჭეშმარიტება უცვლელია – ყველა ქალი მშვენიერია.
გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები იმის თაობაზე, სტილის რომელ წესებს ისესხებდით ევროპელი ქალებისგან. რა მოგწონთ განსაკუთრებით?