რით ჩავანაცვლოთ საფუარი: გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ ამ 3 პროდუქტს.

108 views

საფუარს ფართოდ იყენებენ კულინარიაში. მის გარეშე ცომი არ გამოვა გემრიელი და ფუშფუშა, რომელიც იდეალურია  ყავასთან სადილის შემდგომ. სამწუხაროდ, ოჯახური ვალდებულებებით გართულს შეიძლება დაგავიწყდეთ საფუარის შეძენა. ეს სწორედ მაშინ ხდება ხოლმე, როცა იგი ყველაზე მეტად გჭირდებათ. რასაკვირველია, მაღაზიაში გასვლაც არაა პრობლემა, თუმცა გაცილებით მარტივია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ჩაანაცვლებს საფუარს.

დიდი ალბათობით, ვერც კი ხვდებით, რომ არსებობს ერთდროულად რამდენიმე ალტერნატიული პროდუქტი. ისინი საფუარ სოკოებზე არანაკლებად გაუმკლავდება ამოცანას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისინი უსათუოდ მოგეპოვებათ სამზარეულოში. მოდით ერთად გავეკრვეთ იმაში, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად.

რით და როგორ ჩავანაცვლოთ საფუარი ცომში

რატომ ვამატებთ საფუარს ცომში? ის სხვადასხვა ქიმიური პროცესების დროს მრავლდება, თან გამოყოფს ნახშირორჟანგს. ეს აირი ცომს ფუშფუშას ხდის.

სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს საფუარის ათვისება, ის არაა რეკომენდირებული ღვიძლის და კუჭის დაავადებების დროს. არ გვაწყენს მათი ჩამნაცვლებლების შესახებ ცოდნა.

საკვები სოდა

ამ პროდუქტს ყველა დიასახლისის ოჯახში შეიძლება შეხვდეთ. ხშირად ახსენებენ მის სასარგებლო თვისებებს საყოფაცხოვრებო მიზნებით, ასევე საჭიროა აღინიშნოს მისი დამსახურებები კულინარიაში. სოდას ცომში იმისთვის ამატებენ, რათა იგი ამოვიდეს. სამწუხაროდ, მარტო იგი ვერ გამოიწვევს სასურველ ეფექტს.

დაუმატეთ მას ლიმონის წვენი. მნიშვნელოვანია საჭირო პროპორციის ცოდნა. ნაერთი ორივე კომპონენტს თანაბარი თანაფარდობით უნდა შეიცავდეს.

ხაში

თუ მაღაზიაში ნაყიდი ცომეული ყელში ამოგივიდათ და სახლში გამომცხვარ გემრიელ პურზე ოცნებობთ, სცადეთ ხაშის მომზადება, ამაში არაფერია რთული.

ხაშის მოსამზადებლად ჭვავის ცომს დაასხით მდუღარე წყალი (მისი ტემპერატურა 38 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს). ხაში უნდა მომწიფდეს 5 დღის განმავლობაში. ყოველდღიურად მას უნდა დაამატოთ ფქვილის და წყლის ნარევი და მოურიოთ.

გამაფხვიერებელი

გამაფხვიერებელი იდეალური საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ დროს. თუ საფუარის საცხობი ფხვნილით ჩანაცვლებას გეგმავთ, გამოიყენეთ პროდუქტის იმავე რაოდენობა. ცომი მალე ამოვა და ჰაეროვანი გახდება. გამაფხვიერებლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ გჭირდებათ რაიმე რთული მოქმედებების განხორციელება.

როგორც აღმოჩნდა, საფუარის ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია. ცომეულის ხარისხი ამით საერთოდ არ გაფუჭდება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე