წელს ყველა თავმოყვარე მოდის მოყვარული გამოიპრანჭება ფართე და კლოშიან ჯინსებში, ყველაზე თამამები კი ჩაიცვამენ დაბალწელიან შარვლებს.

101 views

ჯინსები მჭიდროდ დამკვიდრდა თანამედროვე ქალების გარდერობებში, ამ ნივთების გარეშე ტრენდული სახეების წარმოდგენა შეუძლებელია. ასაკის, ფიგურის ტიპის და ამინდის მიუხედავად, ჯინსები აუცილებელ ატრიბუტად იქცა. როგორ შევარჩიოთ მოდური ჯინსები 2022 წლისთვის, რათა აქტუალურად გამოვიყურებოდეთ? ამას მოცემულ სტატიაში გაარკვევთ.

მოდური ჯინსები 2022 წელს

მოდა ციკლურია! მაღალწელიან შარვლებს დაბალწელიანი ვარიანტები ცვლის. ამათან, ასეთი ჯინსები შეიძლება იყოს როგორც ვიწრო, ასევე განიერი. მეორე ვარიანტი უფრო აქტუალურია, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ქალი მაღალი იყოს, რადგან დაბალი წელი ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. პირდად მე ეს ტრენდი დიდად არ მახარებს, თუმცა ჩემი მეგობარი აღტაცებულია: “დაბალწელიანი შარვლები ძალიან მომწონს, გადმობრუნებული სამკუთხედისნაირი ფიგურა მაქვს, ამიტომ დაბალწელიანი და კლოშიანი ჯინსები ჩემთვის იდეალური ვარიანტია!”

მინიმალიზმიც ასევე მეორე პლანზეა გადაწეული. შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ გამოსახულებებიანი ან გაცვეთილი ჯინსები, ასევე ჯინსები მსხვილი აპლიკაციებით, სტრაზებით და ლითონის მოქლონებით. ერთ-ერთი მეგა ტრენდია ძალიან ფართე, ტომარისებრი ჯინსები. ასეთი მოდელები იდეალურად ეხამება და აკომპენსირებს მოჭიმულ ტოპებს და კროპ-ტოპებს, რომლებიც უკვე მეორე წელია ტრენდშია.

პროპორციებთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი წესია: არ შეიძლება მოჭიმულის მოჭიმულთან და მოცულობითის მოცულობითთან შეხამება. მაგალითად, ზემოდან ვიწრო სტილის მაისური პოლო, ქვემოდან კი მოცულობითი ჯინსები ავსებს და აძლიერებს ერთმანეთს და ერთობაში უფრო მომგებიანად გამოიყურება. კლოშიანი ჯინსებიც ბრუნდება მოდაში.

სტილური შესახედაობა ექნება ერთად ჯინსის პერანგსა და შარვალს. ვიზუალი უფრო ქალური რომ გახდეს, შეახამეთ ერთმანეთთან ჯინსები, ნაზი კოფთები და პანამის ქუდები. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ეს შარვალი შეგიძლიათ ატაროთ არა მხოლოდ ბოტასებთან, არამედ  სანდლებთან, ლოფერებთან და ტუფლებთანაც კი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განწყობის შემატება გსრუთ თქვენი იერსახისთვის!

სხვადსხვა ფერის ქსოვილების შეხამება, ანუ “პეჩვორქის” სტილი აქტიურად იქნა წარმოდგენილი მოდის სახლების მიერ ჩვენებებზე. გვერდზე რომ გადავდოთ ჯინსები, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ტრენდულია ასევე დენიმის კაბები და სარაფანები.

აქტუალურია პრაქტიკულად ყველა ფერის ჯინსის შარვალი: კლასიკური ლურჯიდან დაწყებული ცისფრით და იასამნისფრით დამთავრებული.

რედაქციის რჩევა

როგორც ხედავთ, 2022 წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ფასონის მქონე ჯინსებია მოდაში. დიზაინერები კარგად გაისარჯნენ, რათა თითოეულმა მანდილოსნამა შეძლოს მისთვის შესაფერისი მოდელის შარვლის შერჩევა. წელს ყველა თავმოყვარე მოდის მიმდევარი გამოიპრანჭება ფართე და კლოშიან ჯინსებში, ყველაზე თამამები კი დაბალწელიანი შარვლებით ივლიან. თქვენ როგორ ჯინსებს ანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად გიყვართ თუ არა მათი ტარება?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე