ადრე ისინი ველურობად მიიჩნეოდა, თუმცა 2022 წელს ეს საბჭოური ადათ-წესები მოდაში შევიდა.

213 views

ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული უამრავი თანამედროვე მოდური ჩვევა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოვიდა. თუკი ადრე ისინი უცნაურად გვეჩვენებოდა, დღესდღეობით ჩვენი დედების და ბებიების მსგავსად ვიქცევით. ტყუილად როდი ამბობენ, რომ ისტორია და მოდა ციკლურია. მოცემულ სტატიაში ამას კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით დავამტკიცებთ.

მოდური ჩვევები

ჩვენი ჩამონათვალი ყველაზე ცხადი რაღაცით დავიწყოთ. საბჭოთა კავშირის დროს არცერთი დიასახლისი არ დადიოდა საყიდლებზე ბადის ჩანთის გარეშე.

დღეს ადამიანები ცდილობენ ყოფით ცხოვრებაში პლასტმასის რაოდენობის მინიმიზირებას. სწორედ ამიტომ ისინი პარკებს სხვადასხვა ალტერნატივებით ანაცვლებენ. ბადის ჩანთა – ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. ამის გარდა, მაღაზიაში ან ბაზრობაზე წასვლისას შოპერის თან წაღებაც შეიძლება. ეს სქელი ქსოვილისგან შეკერილი ჩანთაა, რისი წყალობითაც იგი დიდი რაოდენობით კილოგრამებს უძლებს.

საჭმლის მომზადება

სსრკ-ში ყოველი დიასახლისი იყო დაკავებული საჭმლის მომზადებით. იმ დროს რესტორანში წასვლა ღირსშესანშნავ მოვლენასთან ასოცირდებოდა.

თანამედროვე ადამიანები სულ უფრო უფიქრდებიან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია ოჯახში მომზადებული მასაზრდოებელი საკვების მიღება.

ქალები ძველებურად ამზადებენ კონსერვებს, იმის მიუხედავად, რომ ისინი უკვე ხელმისაწვდომია მაღაზიებში. საბჭოელი მანდილოსნები ხშირად მკერავებთან იკერავდნენ ტანსაცმელს გარდერობის გასაახლებლად. ეს მომგებიანიც იყო და თანაც მაშინ მოდური ბუტიკები არ არსებობდა. უნიკალური ნივთების შექმნის ტრადიცია ჩვენს რეალობაშიც გადმოვიდა.

თანამედროვე ატელიები უზარმაზარი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა არა მხოლოდ ისინი. დღეს აბსოლუტურად ყველაფრის შეკერვაა შესაძლებელი, საწარმოს მიერ დამზადებულ ტანსაცმელთან შედარებით ჰენდ-მეიდ ნივთები გაცილებით უფრო ფასობს.

საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით ფხიანი დიასახლი თავისი ხელებით მომზადებულ საშუალებებს იყენებდა სახლის დალაგებისას და ჭურჭლის რეცხვისას.

თანამედროვე ქალბატონებმა დაიწყეს მაღაზიაში ნაყიდ საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებაზე უარის თქმა. მათ აშინებთ გაურკვეველი შემადგენლობა და უსიამოვნო ღირებულება. სახლის პირობებში მომზადებული ჭურჭლის სარეცხი ან იატაკის საწმენდი საშუალება დიასახლისს აძლევს საშუალებს დარწმუნდეს მის ხარისხში.

“სუბოტნიკები” სსკრ-დან თანდათანობით გადმოვიდა თანამედროვეობაში. ადრე მსგავსი ღონისძიებები მასების აღზრდის ერთ-ერთი საშუალება იყო,თუმცა დღეს ეს თითოეული ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია. როგორც არ უნდა იყოს, ადამიანები ნელ-ნელა უფრო გაცნობიერებულად ეპყრობიან გარესამყაროს. სულ უფრო მეტი ხდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ბუნებას ეხმარებიან და გამწვანებულ ტერიტორიებს თუ სანაპიროებს აწესრიგებენ.

დაწერეთ კომენტარებში, კიდევ რომელი მოდური საყოფაცხოვრებო ჩვევები გახსოვთ, რომლებიც სათავეს სსრკ-ში იღებს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე