ავტობუსის მძღოლმა ბიჭუნა ბოლო გაჩერებაზე მიიყვანა უცნობ რაიონში, დედამისს დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი ბნელ ოთახში იყო.

451 views

მშობლებისთვის შვილი ყველაზე ძვიფასი და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ყოველი დედა შვებით ამოისუნთქებს ხოლმე, როცა პატარა სკოლიდან შინ ბრუნდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს ტელეფონი აქვს და მშობელმა ზუსტად იცის მისი ადგილსამყოფელი, იგი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, როცა შვილი გვერდით ჰყავს.

დაკარგული ბავშვების ძებნა

ანდრო ჭკვიანი ბიჭუნა იყო და დედას ყოველთვის ეუბნებოდა, თუ სად აპირებდა წასვლას და რამდენ ხანს დაჰყოფდა იქ. ინას ძალიან შეეშინდა, როცა მისი ვაჟი სკოლის შემდეგ შინ არ დაბრუნდა და თავისი ადგილმდებარეობაც არ შეატყობინა დედას. ქალი თავიდან ცდილობდა, რომ პანიკას არ აჰყოლოდა, თუმცა ყოველწუთიერად მღელვარება სულ უფრო ემატებოდა. პირველ რიგში, ინამ ანდროს თანაკლასელების მშობლებს დაურეკა. ბავშვების თქმით, იგი სკოლაში ცუდად გამხდარიყო და მეორე გაკვეთილის შემდეგ დაეტოვებინა სასწავლებელი. უცნაურია, თუ რატომ არ დაურეკა ბიჭუნამ მშობლებს. ანდრო ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა, მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

რამდენიმე საათის გასვლის შედმეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. უბნის ინსპექტორმა თქვა, რომ დაკარგვის მომენტიდან 24 სთ უნდა გასულიყო, რათა ბავშვის ორგანიზებული ძებნა დაეწყოთ. რასაკვირველია, ასეთი ვადები საშინლად აშინებდა ახალგაზდა დედას.

ქმარმა დაითანხმა ცოლი, რომ საღამომდე მოეცადა და ოდნავ დამშვიდებულიყო. ღამით სატელეფონო ზარი გაისმა, ანდროს ნომრიდან რეკავდნენ. უცნობმა მამაკაცმთა თქვა:

“-გამარჯობა, მე სერგო ვარ. თქვენი ვაჟი ჩემთანა, ბნელ ოთახში ზის. გთხოვთ, მობრძანდით და წაიყვანეთ იგი, მისამართს მოგწერთ.”

შეშინებული მშობლები დანიშნული ადგილისკენ გაემგზავრნენ, ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა. კარი სერგომ გააღო და ცოლ-ქმარი ბინაში შეიპატიჟა. იქ ბნელ ოთახში საწოლზე ბიჭუნას ეძინა. მშობლები დარწმუნდნენ, რომ ანდროს არაფერი დაშავებოდა და უცნობ მამაკაცს ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

სერგო სამსახურიდან შინ მიემგზავრებოდა, როცა გზაზე მასთან ერთმა ბიჭუნამ მიირბინა. ბავშვი უცნაურად იქცეოდა, ხელებს ისე იქნევდა, თითქოს გონზე არ იყო. ანდრო მანქანას გვერდულად დაეჯახა და წაიქცა. მამაკაცი მაშინვე ჩამოხტა ავტომობილიდან და ბავშვის წამოაყენა, თუმცა იგი უგონოდ იყო. სერგომ არ იცოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. მამაკაცმა იგი მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმების თქმით, ანდრომ ტრავმა ჯერ კიდევ მანამდე მიიღო, ვიდრე ავტომობილს დაეჯახა. კლინიკაში ბიჭუნას ნაკერები დაადეს, შემდეგ იგი გაწერეს, სერგოს კი მედიკამენტების სია მისცეს.

სპეციალისტებმა სერგო გააფრთხილეს, რომ ტვინის შერყევის გამო გონზე მოსვლის შემდეგ ანდრო შესაძლოა შეშინებული ყოფილიყო. კაშკაშა შუქი მხოლოდ გაამწვავებდა მის მდგომარეობას. სწორედ ამიტომ მამაკაცმა ანდრო სახლში მიიყვანა თუ არა, ბავშვი ბნელ ოთახში დააწვინა. როგორც კი ბიჭუნას ტელეფონი დაიტენა, სერგომ ინას დაურეკა. ვიდრე იგი ამ ამბავს უყვებოდა მშობლებს, ოთაში ახლად გაღვიძებული ანდრო შევიდა. იგი ატირდა და დედას ჩაეხუტა.

რას გვასწავლის ეს ისტორია? 

როგორც გაირკვა, ფიზკულტურის გაკვეთილზე ანდრომ თავი დაარტყა. მას არ უნდოდა დედა შეეწუხებინა და ამიტომაც გადაწყვიტა სახლში მარტო დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ, ავტობუსის გაჩერებასთან იგი ცუდად გახდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.  დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი და გულისხმიერი ადამიანები. სერგოც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ახლა ის და ანდრო მეგობრები არიან.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე