ხდება ისეც, რომ ახალგაზრდა ულაზათო ქალებსაც კი ეტყობათ ასაკი, თუ ისინი არ ადევნებენ თვალს თანამედროვე მაკიაჟის ტრენდებს.

75 views

მოდა არასოდეს ასოცირდებოდა რაიმე მუდმივთან. საინტერესოა, რომ 2022 წლის მაკიაჟის ტრენდები მოერგო ჩვეულებრივი ადამიანების მსოფლმხედველობას. ბუნებრივობა, ერთდროულად სიმორცხვე და სითავხედე მოდური გახდა. თანამედროვე ტრენდები ბუნებრივი სილამაზის პროპაგანდირებას ახდენს. როგორც იქნა, ქალს შეუძლია იყოს ისეთი, როგორიცაა იგი სინამდვილეში. წლევადნელი მაკიაჟის ტრენდები ურთიერთსაწინააღმდეგო და არაერთგვაროვანია.

2022 წლის მაკიაჟის ტრენდები

კილიტები

ლიზა ელდრიჯი არ ადევნებს თვალს ტრენდებს, ის მათ ქმნის. ცნობილი ვიზაჟისტი პოპულარულობას უწინასწარმეტყველებს მაკიაჟს ბრჭყვიალა წინწკლებითა და სამკაულებით. ბზინები ყვრიმალებსა და კაშკაშა ჩრდილების ზემოთ, ნებისმიერი ფერის და ზომის. გლიტერები – თანამედროვე საღამოს მაკიაჟის დამამთავრებელი ექსტრავაგანტული შტრიხია. კანს მომხიბვლელ ბზინვარებას მატებს წვრილი ბრჭყვიალა წინწკლები.

ბუნებრივობა

მძიმე მაკიაჟი უკველოდ გაქრა, ახლა ტრენდშია უბრალოება და მსუბუქი დაუდევრობა. ქალებმა ისწავლეს თავიანთი ბუნებრივი სილამაზის მიღება აღარ ედრებიან სხვებს. კანის ნაკლოვანებების შენიღბვის ნაცვლად ვიზაჯისტები გამოკვეთენ ღირსებებს. იქნება ეს ლამაზი თვალები თუ წარბების ფორმა, გაბერილი ტუჩები თუ დაბროწილი ლოყები. დღესდღეობით ფოტოების გადაღებისას ბევრი უარს ამბობს ფილტრების გამოყენებაზე და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ უყვარდეთ თავიანთი სიეშხე.

გაუფერულებული წარბები

გასული წლების განმავლობაში ქალები იზრდიდნენ წარბებს, ზემოთ ივარცხნიდნენ და სხვადასხვა საშუალებებით აფიქსირებდნენ. რას იტყვით რამდენიმე ტონით წარბების გაუფერულებაზე? ქერა ქალებს ბინებრივად ღია წარბები აქვთ, ამიტომ მათი შეღებვა არ დასჭირდებათ. რაც შეეხება ბრუნეტებს, მათ შეუძლიათ თავიანთი თავები გააოცონ ფუტურისტული სახითა და გაუფერულებული წარბებით.

კაშკაშა ჩრდილები

რებეკა უორდინგემი მიიჩნევს, რომ მოდაში დაბრუნდა ჩრდილების წარმოუდგენელი ტონალობები. კაშკაშა ჩრდილები შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთს თქვენი გემოვნებისამებრ.

კლეოპატრას ისრები

ალბათ, ქვეშევრდომები კლეოპატრას დანახვისას ჯერ ყურადღებას აქცევდნენ მის ისრებს და მხოლოდ ამის შემდგომ ყველაფერს დანარჩენს. ისრები, რომლებიც სცდება თვალის კონტურს, მზერას უფრო მეტყველს ხდის.

წვნიანი ტუჩები

არ არსებობს აკრძალვები ტუჩსაცხის ფერებთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ისინი ეხამებოდეს საერთო იერსახეს. იმ ქალბატონებმა, რომლებიც ბუნებამ წვნიანი ტუჩებით დააჯილდოვა, შეუძლიათ აღარ შემატონ მათ ცრუ მოცულობა. უბრალოდ დაიტენიანეთ ტუჩები მბზინავი საცხით.

რედაქციის რჩევა

კარგია, თუ მაკიაჟის კუთხით თქვენი სტილი აღმოაჩინეთ, თუმცა ზედმეტი არ იქნება, თუ ტრენდებსაც გადაავლებთ ხოლმე თვალს. ყველას არ უხდება კაშკაშა ჩრდილები ან აშკარად გამოხატული ისრები, თუმცა ყოველთვის შეიძლება სიახლის შერჩევა და იერსახის განახლება. თქვენ მაკიაჟის რომელი ტრენდები მოგწონთ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე