ბევრი თანამედროვე ლამაზი ქალი ყველაფერზე წავა სილამაზის გასახანგრძლივებლად. ისინი უამრავ ფულს ხარჯავენ კოსმეტიკაში, ახორციელებენ ვიზიტებს კოსმეტოლოგებთან და ქირურგებთან, გაახალგაზრდავების უამრავ მეთოდს მიმართავენ. 5-6 წლის წინ ყველა აღტაცებული იყო მოდელების იდეალური ფიგურით და კანით. დღესდღეობით ტენდენციები შეიცვალა.
თანამედროვე ლამაზი ქალები
დღეს განსაკუთრებით პოპულარულია TikTok – სოციალური ქსელი, სადაც ადამიანებს არ ერიდებათ თავიანთი ნამდვილი სახის წარმოჩენა. ამ პლატფრმაზე არ არსებობს სტატიკური ფოტოების გამოქვეყნების შესაძლებლობა, რომლებიც არ იქნება სხვადსხვა ეფექტებით დამუშავებული. რასაკვირველია, “TikTok”-ზე არსებობს ფილტრები, თუმცა მათ არ შეუძლია რეალობის წარმოუდგენლად დამახინჯება. ქალები ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი თავები საუკეთესო ჭრილში დემონსტრირებას. თუმცა თანამედროვეობაში უნიკალურობის ტრენდია დამკვიდრებული. ცნობილ ადამიანებს არ რცხვენიათ თავიანთი პრობლემების წარმოჩენის, ისინი ბუნებრივობის მომხრეები არიან.
ნამდვილი ბუნება
ბევრი ქალბატონი პატარა მუცელს ნაკლად მიიჩნევს და მის მოშორებას ცდილობს. ისინი დადიან სპორტდარბაზებში და ორგანიზმს აუძლურებენ კვების მხრივ გამუდმებული შეზღუდვებით. სინამდვილეში, ქალები ვერსად გაექცევიან ასეთ მუცელს, რადგან მისი უმთავრესი მიზანი – სამშობიარო ორგანოების დაცვაა ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედებისგან. ბუნებას გათვლილი აქვს ასეთი დეტალებიც კი. უდავოდ, როცა დედაკაცი ხედავს ახალგაზრდა ქალს იდეალური კანით, თმით, სხეულით რეკლამაში ან ჟურნალების გარეკანზე, მაშინ უჩნდება სურვილი, რომ მას დაემსგავსოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა და შეეშინდეს მისი მთელი სამყაროსთვის ჩვენების.
რასაკვირველია, საჭიროა საკუთარ ფიგურაზე ზრუნვა, თუმცა ეს არ უნდა დაემსგავსოს სხვის ოცნებაზე დადევნების უაზრო მცდელობას. საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. თითოეულმა ქალმა უნდა გაიბედნიეროს თავი.
ბევრი მანდილოსანი ცდილობს დაემსგავსოს ოსკაროსან მსახიობებს ან საყოველთაოდ ცნობილ მომღერლებს. ისინი აღტეცებულები არიან მათი იდეალური ფიგურით, მაკიაჟით, სახის ნაკვთებით. აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ჩვენ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ. ცნობილი სახეები ფულს იმაში იღებენ, რომ კარგად გამოიყურებიან. ლამაზი სხეულის და სახის დემონსტრირება მათი საქმება. მეტიც, ახლა სელებრითებს არ ამორცხვებთ თავიანთი პრობლემები.
საჭიროა მთავარი მომენტის გაცნობიერება. ქალი უნდა ხვდებოდეს, თუ რა სურს სინამდვილეში. მაგალითად, თუ მას თხელი ტუჩები სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლის, მაშინ სპეციალისტთან ვიზიტი და ამ პრობლემის კორექცია არ უნდა გახდეს დასაძრახი.
უდავოდ, თანამედროვე ლამაზი ქალი ბედნიერების მოსაპოვებლად უნდა ისწრაფვოდეს, იქცეოდეს ისე, როგორც გული კარნახობს. ვიმედოვნებთ, რომ იგი გიკარნახებთ გზას წარმატებისა და სიხარულისკენ. არასოდეს დაივიწყოთ, რომ მშვენიერი ხართ.