საუცხოო ხემსი ქათმის ღვიძლისგან, რომლის მომზადებაც დიდ გარჯას არ მოითხოვს, ამასთან, საოცრად გემრიელი გამოდის.

137 views

როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი სახლის პირობებში? ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტი ისეთი კერძის შექმნაში დაგეხმარებათ, რომ მას მყისვე დაიტაცებენ სტუმრები. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს არომატული რულეტი არ უყვარდეს ადამიანს. მოდით, სწრაფადვე შევუდგეთ რეცეპტის შესწავლას.

როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი სახლის პირობებში

ქათმის ღვიძლი – საკმაოდ პოპულარული ინგრედიენტია უამრავი გემრიელობის მოსამზადებლად. პირველ რიგში, საჭიროა ღვიძლის ხარისხიანად გასუფთავება. ყურადღებით დაათვალიერეთ სუბპროდუქტი, რომ მას არ ჰქონდეს ზედმეტი ცხიმოვანი გროვები, აპკები, ხრტილები.

ახლა უკვე შეგვიძლია შევუდგეთ ინგრედიენტების შერჩევას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა პროდუქტი ახალი იყოს. ასევე გაამზადეთ საცხობი ფორმა მომავალი რულეტისთვის. სჯობს, რომ მას მართკუთხა ფორმა ჰქონდეს.

ინგრედიენტები

  • 500 გ ღვიძლი
  • 6 ც. კვერცხი
  • 1 ც. სტაფილო
  • 50 გ მაგარი ყველი
  • მწვანე ხახვი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • მზესუმზირის ზეთი
  • სანელებლები გემოვნებით

რულეტი ქათმის სუბპროდუქტებისგან

მომზადება

1. ცალკ-ცალკე ქვაბებში დაიწყეთ 3 ც. კვერცხის და წვრილად დაჭრილი ქათმის ღვიძლის ხარშვა. სუბპროდუქტი უნდა მოათავსოთ მდუღარე წყალში და წამოდუღებიდან 5 წუთის განამვლობაში ხარშოთ, კვერცხების შემთხვევაში კი 8 წუთია საჭირო. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ჩაყარეთ ისინი ცივ წყალში.

2. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს 3 ც. უმი კვერცხი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, არ დაგავიწყდეთ საყვარელი სანელებლების დამატებაც. შემდეგ ყველაფერი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოგვიანებით კუბიკებად დაჭერით მოხარშული კვერცხები, მოათავსეთ ისინი თხევად მასაში და კვლავ მოურიეთ.

3. მსხვილად გახეხეთ სტაფილო, ხახვი პატარა კუბიკებად დაჭერით, შემდეგ კი ყველაფერი მობრაწეთ მზესუმზირის ზეთში 3-4 წუთის განამვლობაში. როცა შეწვის პროცესი დასასრულს მიუახლოვდება, მოცემულ ინგრედიენტებს მოასხით სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ. ახლა საჭიროა ყველა კომპონენტი ერთ ჭურჭელში გააერთიანოთ.

4. გაგრილებული ღვიძლი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, მაგარი ყველი კი მსხვილად გახეხეთ. დაამატეთ ისინი საერთო ჭურჭელში და გადაურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები.

5. საცხობ ფორმას წაუსვის ნაღების კარაქი და გამოაცხვეთ რულეტი ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

მზა რულეტი კარგად უნდა ინარჩუენებდეს ფორმას, ამიტომ შეგიძლიად იგი დაჭრათ, ვიდრე ცხელია. აუცილებლად შესთავაზეთ სტუმრებს დამატებით გემრიელი სოუსიც და არ დაგავიწყდეთ კერძის მორთვა მწვანე ხახვით. გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე