“სირნიკებთან” ფაცაფუცის ნაცვლად ვამზადებ ფხვიერ ხაჭოს ნამცხვარს, ის საოცრად წვნიანი გამოდის და უსათუოდ ყველას მოეწონება.

44 views

ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი – ეს არომატული ნუგბარია, რომელიც იდეალურად შეეფერება სასიამოვნო ბაასს და ფინჯან ჩაის. რბილი, წვნიანი, ნაზი და შინაურულად გემრიელი…

ფხვიერი ხაჭოს ნაცხვარი

ინგრედიენტები

  • 240 გ ფქვილი
  • 1 ც. კვერცხი ცომისთვის
  • 2 ც. კვერცხი გულსართისთვის
  • 450 გ ხაჭო
  • 80 გ შაქარი ცომისთვის
  • 150 გ შაქარი გულსართისთვის
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 1,5 ს.კ. მანანის ბურღული
  • 8 გ გამაფხვიერებელი
  • კენკრა და ქოქოსი ფანტელები მოსართავად
  • 21 სმ დიამეტრის მქონე საცხობი ფორმა

მომზადება

1. თასში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, 80 გ შაქარი და დარბილებული ნაღების კარაქი. ათქვიფეთ ისინი სათქვეფელათი.

2. დაუმატეთ წინასწარ გაცხრილული ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ რბილი ცომი.

3. დაასვენეთ ცომი 15-20 წუთი, ამასობაში კი მოამზადეთ ხაჭოს გულსართი.

4. თასში ჩაახალეთ 2 ც. კვერცხი, დაუმატეთ 150 გ შაქარი, ხაჭო, მანანის ბურღული და ვანილინი. ყველაფერი ადღვიბეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. თანაბრად გადაანაწილეთ ცომი საცხობი ფორმის ფსკერზე, ცომს გაუკეთეთ გვერდები და იგი ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ამის წყალობით ცხობის პროცესში სითბო თანასწორად გადანაწილდება.

6. ფორმაში ჩაასხით გულსართი, მოასწორეთ მისი ზედაპირი, მორთეთ კენრით და ხილის ნაჭრებით.

7. მოათავსეთ ნამცხვარი 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათით. როცა იგი უკვე მზად იქნება, თავიდანვე არ გამოიღოთ, შეაღეთ ღუმელის კარი 30 წუთით.

8. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ ნამცხვარი ღუმელიდან და აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურაზე, მორთეთ იგი ქოქოსის ფანტელებით.

9. გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე