რატომ გადამალავენ მოდის მიმდევრები თამამ მოკლე კაბებს და შეიმოსებიან გრძელ სამოსელებში მოახლოებულ გაზაფხულზე.

190 views

2022 წლის ტრენდებში იჭრება გრძელი კაბები. მოახლოებულ გაზაფხულზე მოდის მიმდევრები გადამალავენ მინი კაბებს და შეიმოსებიან მაქსი სამოსელებით. რასთან ერთად უნდა ვატაროთ გრძელი კაბები და რომელი მათგანი შევარჩიოთ, რათა სტილურად გამოვიყურებოდეთ, გაიგებთ მოცემულ სტატიაში. ექსტრემალურად მოკლე მოდელების გარდა, რომლებიც პოპულარულობის პიკზე იყო გასულ წელს, დიზაინერები საპირისპირო ვარიანტს გვთავაზობენ – დახურულ კაბებს. მოდით, ერთად განვიხილოთ მათი ნაირსახეობები.

რასთან ერთად ვატაროთ გრძელი კაბა

არასოდეს წააგებთ, თუ სწორ მაქსი კაბას შეარჩევთ, იგი შეიძლება იყოს როგორც ჯინსის, ასევე აბრეშუმის და ტრიკოტაჟის. სხვა ნივთებთან მათი შეხამება უმარტივესია.

გრძელი კუბოკრული კაბები – 2022 წლის ტრენდია. მათი შეხამება შეიძლება ფუმფულა ზედატანსა და უხეშ ფეხსაცმელებთან. ასევე ისინი კარგად გამოიყურება გოლფებთან.

შეათვალიერეთ რბილი და მოსახერხებელი კრიკოტაჟის კაბებიც.

უფრო ცივ ამინდში შეგიძლიათ ბეწვის კაბაში შეიმოსოთ, მაისისთვის კი ისინი ჩაანაცვლოთ ბამბის და ვისკოზის მოდელებით.

მშვენიერი სქესის წარმომადგენლების უდიდეს ნაწილს არ მოსწონს გრძელი კაბები, რადგან ისინი აფერხებს მოძრაობას. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ესაა მაქსი-კაბები ჩაქებით. ამასთან, ისინი შეიძლება აღინიშნებოდეს სამოსელის ნებისმიერ მხარეზე.

ასეთი გადაწყვეტილება რამდენად მოგწონთ?

ქალურად და სტილურად გამოიყურება ნაკეცებიანი გრძელი კაბები. სჯობს შეათვალიეროთ ვარიანტები უსწორმასწორო კალთებით. ასეთი სამოსელები შეგიძლიათ შეახამოთ როგორც მაღალ ჩექმებთან, ასევე ბალეტკებთანაც. ნაკეცებიანი კაბები იდეალურად ერწყმის რბილ ტრიკოტაჟსაც: ნაცრისფერი წარწერებიანი მაისური ან ლამპასები, მონოტონური შემოჭერილი გრძელსახელოიანი პერანგი, დამოკლებული სვიტერი და ა.შ. კოპლიანი კაბაც არასოდეს გამოდის მოდიდან.

ნებისმიერი მოდის მიმდევრის გარდერობში უნდა გაჩნდეს გრძელი ტყავის კაბა. თამამად მოახდინეთ მისი კომბინირება კაშკაშა ზედატანებთან ან ბლუზებთან.

2022 წელს ტრენდშია ასევე ყველა შესაძლო სახის მოფარდაგება და ნაკეცები. უპირატესობა მიანიჭეთ არატრივიალური ნაკეცების და მომჭერების მქონე მაქსი-კაბებს.

რედაქციის რჩევა

გრძელი კაბები ქალური, თავდაჭერილი და ძალიან ლამაზია. ისინი ერთდოულად შეიხამებს კომფორტსა და ელეგანტურობას, რასაც ყველა მანდილოსანი აფასებს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სიმაღლეს თუ ფიგურის ტიპს, მაქსი-კაბა ერთმნიშვნელოვნად მოგიხდებათ. ახლა უკვე იცით, თუ რასთან ერთად უნდა ატაროთ გრძელი შესამოსელი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი შერჩევისას. თქვენ როგორი ფასონის კაბები მოგწონთ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე