ვარჩევთ ყველაზე მაცდურ არომატს გაზაფხულის დღეებისთვის.

46 views

საუკეთესო სუნამო მსოფლიოში – ისაა, რომელიც აფორიაქებს გონებას, აღვიძებს ფანტაზიას, ვნებას და მოგონებებს. თამამი, ქალური და მაცდური პარფიუმი! თავად ქალღმერთი აფროდიტე ჩამოვიდა ციდან და დაურიგა ქალებს ფლაკონები, რათა ისინი ყოფილიყვნენ მომხიბვლელები მთელი გაზაფხულის განმავლობაში. მოცემულ სტატიაში გაგიზაირებთ სუნამოების ნაკრებს, რომლებიც მამაკაცებში აღძრავს პირველყოფილ გრძნობებს. ცდუნების ხელოვნება არომატებით!

საუკეთესო სუნამოები მსოფლიოში

Dior Pure Poison

თამამი, დახვეწილი, დაუოკებელი და ქალური აღოსავლურ-ყვავილოვანი არომატი, რომელიც აღვიძებს ცეცხლოვან სურვილს და გრძნობების სიმხურვალეს. მასში იდეალურადაა შერწყმული ნაზი ჟასმინი, ციტრუსები და თეთრი მუშკი.

Tom Ford Rose de Russie

ამ პარფიუმის საფუძველია იუხტი (მას ასევე ეძახიან “რუსულ შავ ტყავს”). იუხტი – მაღალხარისხიანი ძროხის ტყავია, რომელიც რუსეთში იწარმოება. ეს სუნამო აფრქვევს ვარდის სურნელს, თეთრი წიწაკის რბილს ნოტებს, ტყავის საგრძნობ მოტივებს და ხის აკორდებს.

Maison Francis Kurkdjian Baccarat Rouge 540

არ იცით, თუ საიდან დაიწყოთ სელექციურ პარფიუმერიასთან გაცნობა? მაშინ Baccarat Rouge 540 იდეალური ვარიანტია. მისი არომატის ჯადოსნურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყოველთვის და ყველასთვის განსხვავებულია. დახვეწილი პარფიუმერული კომპოზიცია ქარვისფერ-ყვავილოვანი და ხის ტონებით მსუბუქად იპყრობს თავისი უნიკალური და შეუდარებელი არომატულობით. მასში ჟასმინის ჰაეროვანი და ზაფრანის ბრჭყვიალა ნოტები იფანტება ახლადმოჭრილი კედრის ხის და ნედლი ქარვის აკორდებზე.

Frederic Malle French Lover Cologne

სელექციური პარფიუმერიის კიდევ ერთი უზადო ნიმუში. არომატის კომპოზიციას საფუძვლად უდევს გასაოცარი ანგელოზას ახალი ინტერპრეტაცია. წიწაკის, გალბანუმის და ანგელოზას ბაზისურ სურნელოვან აკორდს უერთდება თბილი კედრის და სასიამოვნო ლავანდის ნოტები.

Vilhelm Parfumerie Smoke Show

ორიგინალური და თავისთავადი არომატი. ზამთრის მხრჩოლავ-წიწვიანი თეთრი კედარი და ნოტიო-მიწისფერი ვეტივერი ერთიანობაში ქმნის ეპოქის მომაჯადოებელ არომატს. კომპოზიციაში ცენტრალურ ადგილს იაკვებს ტყავის ანიმალისტური სურნელისა და ვარდის სურნელოვან-ხავერდოვანი ნოტების მისტიკური შეხამება.

Esventric Molecules 01

მოცემული სუნამო ერთადერთი კომპონენტისგან – “Iso E Super”-ის მოლეკულისგან შედგება. მოლეკულის არომატი იმდენად რთულია, რომ ადამიანის სხეული მას ძალიან ნელა ითვისებს და იღებს, დროდადრო ის ქრება, გარკვეული ხნის შემდეგ კი ისევ ჩნდება. ეს ინანთი ქმნის მიმზიდველ აურას, უფრო ეფექტურს, ვიდრე არომატულს.

Rolling in Love by Kilian

ვნებიანი, მიმზიდველი და მაცდური არომატი. ნუშის რძე, მოტკბო ამბრეტა, ფრეზია და ტუბეროზა. შლეიფს ქმნის სურნელოვანი მუშკის და ტკბილი ვანილის ნოტები.

Guerlain Spiritueuse Double Vanille

ეს ცნობილი არომატი არც ისე ტკბილია. მასში გაერთიანებულია ვანილის, შოკოლადის, ბენზოინის და ოდნავ ცხარე საკმევლის ნოტები.

რედაქციის რჩევა

მოცემული ნაკრების არომატები 1000 %-ით წარმოაჩენს ქალის მომხიბვლელობას და მგრძნობიარობას. თქვენი აზრით, როგორია საუკეთესო სუნამო მსოფლიოში?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე