გავრცელებული შეცდომები იტალიური სამზარეულოს შესახებ.

97 views

იტალიური სამზარეულოს კერძები დიდი აღიარებით სარგებლობს, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ჩვენი წარმოდგენა აპენინის ნახევარკუნძულის მცხოვრებლების ნამდვილი საკვების შესახებ დაშორებულია რეალობასთან. თანამედროვეობაში ძალიან მარტივია მსოფლიოს ნებისმიერ კულტურასთან ზიარება, თუმცა ჩვენ მითების ტყვეობაში ვაგრძელებთ ცხოვრებას. მოცემულ სტატიაში შეიტყობთ გავრცელებულ შეცდომებს მზიანი იტალიის სამზარეულოს შესახებ.

იტალიური სამზარეულოს კერძები

1. ჩვენ ვიცით, რომ თუ  რესტორანში “პეპერონის” შევუკვეთავთ, მოგვიტანენ პიცას ძეხვით, თუმცა ასე მხოლოდ საქართველოში ხდება. იტალიაში ამ კერძს თუ შეუკვეთავთ, ოფიციანტი მოგართმევთ პიცას ტკბილი წიწაკის ნაჭრებით. თუ აპენინებზე გსურთ დააგემოვნოთ ჩვენთვის ჩვეული ლავაში ცხარე ძეხვით, იდეალური ვარიანტია “pizza alla diavola”. იტალიაში სამეგობრო ცალკ-ცალკე უკვეთავს პიცებს, რადგან იქ არაა მიღებული დიდ კერძის ნაჭრებად დაყოფა.

2. მცდარია ასევე ჩვენი წარმოდგენა “კარბონერაზეც”. საქართველოში ამ კერძს მიირთმევენ ნაღებთან და პარმეზანთან. თუმცა ნამდვილ “pasta alla carbonara”-ში ვერ შეხვდებით ვერც ერთ ზემოხსენებულ ინგრედიენტს. ორიგინალური კერძი წარმოადგენს პასტას ლორითა და კვერცხით, რომელსაც შეიძლება ზემოდან მოყრილი ჰქონდეს ცხვრის მაგარი ყველი.

3. იტალიაში საკვებს უხშირესად მხოლოდ წყალს აყოლებენ, ყავა ან ჩაი არაა მიზანშეწონილი. ერთადერთი გამონაკლისის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ პიცის მირთმევისას დასაშვებია გაზიანი სასმლის დალევა.

როგორ უნდა მიირთვათ პასტა

4. დაუშვებელია პასტაზე კეტჩუპის მოსხმაც, რადგან ეს ლამის შეფ-მზარეულის პირად შეურაცხყოფად აღიქმება. ამასთან, იტალიელებისთვის პასტა – თვითმყოფადი კერძია და არა გარნირი, როგორც, მაგალითად, საქართველოში.

5. იტალიელები საუზმეზე არ მიირთმევენ კვერცს და ლორს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კვერცხი – ზემდეტად მძიმე პროდუქტია, რომელიც ნამდვილად არ შეეფერება დილით წახემსებას. ადგილობრივები დღეს ფინჯანი ყავითა და არომატული ცომეულით იწყებენ. სხვათა შორის, იტალიელები კაპუჩინოს მხოლოდ დიალობით სვამენ, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი რძის ათვისებას დიდი დროს სჭირდება, რის გამოც არაა სასურველი კაპუჩინოს დღისით ან საღამოთი დალევა.

გამოდის, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადმოვაკოპირეთ იტალიური სამზარეულოს კერძები, არამედ დავხვეწეთ კიდეც ისინი ჩვენი გემოვნების შესაბამისად. შედეგად კი მივიღეთ საკვები, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ მოგვაგონებს იტალიას. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? დასაშვებია კაპუჩინოს დალევა სადილობისას?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე