ვიხდით შლაპას: საუკეთესო საგაზაფხულო ვარცხნილობები 50+ ასაკის ქალებისთვის.

111 views

თანამედროვე ქალები ნებისმიერ ასაკში ისწრაფვიან იმისაკენ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. 50 წელს გადაცილებული უამრავი მანდილოსანი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს, შეიცნობს სამყაროს, იცვლის სამსახურს, წამოიწყებს ხოლმე ახალ სასიყვარულო ურთიერთობას… ასაკობრივი საზღვრები სულ უფრო იშლება. ამის გამო, ერთ შეხედვით, ჩანს, რომ არა აქვს აზრი ქალის ვარცხნილობების ახალგაზრდულ და შედარებით ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფას. რეალობა კი ისეთია, რომ თმის სტილი, რომელიც იდეალურად შეეხამება 30 წლის ქალბატონს, შეიძლება სრულიად არ შეეფერებოდეს უფრო სოლიდური ასაკის მანდილოსანს. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ ვარცხნილობებს, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებული იქნება 50+ ხნოვანების ქალბატონებისთვის.

ვარცხნილობები 50+ ასაკის ქალებისთვის

რასაკვირველია, ვარცხნილობის შერჩევისასა, პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული ქალი გარეგნობის თავისებურებების გათვალისწინება. მაგალითად, ასაკის გამო კისრის მიდამოში კანი მოდუნებული ხდება. გვერდით გადაწეულმა კულულებმა შესაძლოა დაფაროს ლოყები, რომლებმაც სიმკვრივე დაკარგეს, “ჩოლკა” კი დამალავს შუბლის ნაოჭებს.

ამ საკითხში ფიგურა დიდ როლს თამაშობს, ტანწერწეტა ქალბატონებს გამოცდილი სტილისტი ექსტრემალურად მოკლე ვარცხნილობას ურჩევს. შედარებით პუტკუნა მანდილოსნებისთვის ეს ვარიანტი შეუფერებელია, ამ შემთხვევაში თმის სიგრძის შერჩევაში საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა.

მნიშვნელოვანია სწორი ფერის შერჩევაც. მაგალითად, ჭაღარის დასაფარად არაა საჭირო თმის ქერად შეღებვა. უბრალოდ შეგიძლია ის მოდურ ბლიკებად აქციოთ, რომლებიც ნებისმიერ ვარცხნილობას საინტერესოდ გარდაქმნის.

წარმატებული ვარცხნილობები ასაკოვანი ქალებისთვის

1. სხვადასხვა სახის კულულებიც ასევე შესაფერისად გამოიყურება. სპეციალსიტების თქმით, ქალებმა თმის დახვევა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყეს და ეს პროცედურა არასოდეს გამოვა მოდიდან.

2. ვარცხნილობის ოდნავ ცვლილებასაც კი შეუძლია ქალის სრულად გარდაქმნა.

3. გრძელი მოშვებული თმა ასაკოვან ქალებს ნაკლებად უხდება.

4. თმის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული ტონალობის შერჩევა არაა რთული. მთავარია – თმას მიანიჭოთ სწორი ფორმა.

5. თუ სარკის ანარეკლი გულს არ გიხარებთ, მაშინ ამას რაღაც უნდა მოუხერხოთ. თუმცა თითეული იქსპერიმენტი დეტალების სიზუსტემდე უნდა იყოს ნაფიქრი.

ვიმედოვნებთ, რომ ზემოთხსნებული გარდასახვები თამამ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გამოიყურებოდეთ ამ გაზაფხულზე.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე