ქალის ჩანთის მიხედვით, მაშინვე შეიძლება იმის თქმა, აქვს თუ არა ბანოვანს ფული, აქსესუარი პატარა დეტალებს მყისიერად ამჟღავნებს.

175 views

საზოგადოების წინაშე წარმატებული იერსახის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ჩანთის სწორად შერჩევა. ხშირად ხდება ისეც, რომ აქსესუარის მდგომარეობა იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ გარშემომყოფები ქალს ისეთად აღიქვამენ, რომელიც მალავს თავის სიღარიბეს. ის ამას ვერც კი ამჩნევს. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ჩანთის დეტალებს და მის მდგომარებას, რომლებიც ავლენს ქალის სიდუხჭირეს.

ჩანთის დეტალები

ჩანთის ტარი

ნებისმიერი ჩანთის შემთხვევაში პირველ რიგში იცვითება ტარები. გარკვეული ხნის ხმარების შემდეგ მათზე ჩნდება ბზარები და ნაცრეცები. თავიდან ისინი შეგიძლიათ დაფაროთ ცხვირსახოცით და სხვადასხვა მორთულობით.

მასალის მდგომარეობა 

ტარებთან ერთად ზიანდება მასალაც, რომელიც ფარავს ჩანთას. უმნიშვნელო ბზარები, ნაკაწრები და ნაცრეცებიც კი მაშინვე ხვდება თვალში. შედეგად, დგება განსაზღვრული მომენტი, რომლის შემდეგაც ჩანთის ტარება ადამიანებს უკვე რცხვენიათ, ამიტომ სჯობს წინასწარ მოამზადოთ ჩამნაცვლებელი ვარიანტი.

სარჩული

შრიალა სარჩული მის სიიაფეზე მეტყველებს. ძვირიან ჩანთებში კარგი ხარისხის სარჩული არ გამოსცემს ზემდეტ ხმებს და არ ბზინავს მზეზე. როგორც წესი, იგი რბილია, ფერი კი მქრქალი და არ ირეკლავს კაშკაშა სინათლეს.

ფორმა

რაც უფრო დიდხანს ინახება ჩანთის ფორმა, მით უკეთესი. როგორც კი მას ერთი ჩანაზნექიც კი გაუჩნდება, სჯობს იგი ახლით ჩაანაცვლოთ. ამ შემთხვევაში ჩანთა ავლენს თქვენს დაუდევრობას ან ფულის არქონას. ამასთან, დაკარგულ ფორმას ვერაფრით ვერ დამალავთ.

ჩანთის შერჩეული მოდელიც გავლენას ახდენს თქვენს წარმოდგენაზე გარშემომყოფების თვალში. პრეტენზიები და კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდება, თუ კლასიკურ მოდელს იხმართ, რომელიც შესანიშნავად უხდება თქვენს ტანისამოსს.

მუდმივობა არჩევანში

აღსანიშნავია, რომ ჩანთების კლასიკური უნივერსალური ფორმები და ტონალობები მისასალმებელიც კია თანამედროვე გარდერობში. თუმცა, როცა ნებისმიერი გარემოების დროს ატარებენ ჩანთას, რომელიც განსაზღვრულ სტილს მოითხოვს, ეს შეიძლება შეფასებულ იქნას, როგოც ფულის არქონა შესაფერისი აქსესუარის შესაძენად.

რედაქციის რჩევა

რასაკვირველია, პირველ რიგში, ქალის გადასაწყვეტია, თუ რასთან ერთად და როგორი ტიპის ჩანთა ატაროს. შესაძლებელია, რომ ზემოთაღნიშნული დეტალები თამამად გარდაიქმნას იერსახის თავისებურებად. თუმცა, ქუჩაში გასვლამდე, საღად უნდა შეაფასოთ თქვენი ჩაცმულობა და აქსესუარების მდგომარეობა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე